"ბორჯღალოსნების" პირველ შეხვედრას "ერთა თასზე" რუმინელები განსჯიან

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები 1-ელ თებერვალს "ერთა თასის" გათამაშების პირველ მატჩს ბელგიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართავს.

"ბორჯღალოსნები" დებიუტანტებს თბილისში მიიღებენ. ცნობილია ამ შეხვედრის არბიტრთა ვინაობა. მატჩს რუმინული ბრიგადა მოემსახურება, ვლად იორდანესკუს ხელმძღვანელობით.

დადგინდა ასევე ჩვენი გუნდის სხვა მეტოქეებთან დაპირისპირებისას რეფერის ვინაობაც. 8 თებერვალს სტუმრად, პორტუგალიის ნაკრებთან მატჩს ფრანგი სედრიკ მარშატი განსჯის. ორი კვირის თავზე შინ მივიღებთ რუსებს. აქ არბიტრი ასევე ფრანგი ალექსანდრ რუისი იქნება.

რვა მარტს "ბორჯღალოსნები" ბოლოსწინა შეხვედრას მადრიდში, ესპანეთის წინააღმდეგ გამართავენ. მატჩს უელსელი ნეილ ჰენესი მოემსახურება.

ერთი კვირის თავზე ჩვენი
გუნდი უშუალო კონკურენტს, რუმინეთის ნაკრებს თბილისში უმასპინძლებს. ამ შეხვედრაში იტალიელი ჯუზეპე ვივარინი იმსაჯებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს ლომგული ბიჭები, ჩვენი სიამაყეა!
გიორგი
13:33 30-12-2013
0
დადგა მომენტი, როდესაც უნდა დავამტკიცოთ ჩვენი უპირატესობა - მოვიგოთ 5ვე თამაში და სათამაშო უპირატესობით კი რუმინეთს თვალში საცემი და საგრძნობი უპირატესობით
GiorgiG83
12:40 27-12-2013
0

სიახლეები პოპულარული