"ბორჯღალოსნები" ერთა თასზე 1-ელ თებერვალს ბელგიას, ხოლო 22-ში რუსეთს უმასპინძლებენ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები წლეულს ევროპის ერთა თასის გათამაშებაში ჩაერთვება, რომელიც იმავდროულად, 2015 წელს გასამართი მსოფლიოს თასის შესარჩევი ტურნირის მეორე წრეა.

პირველი წრე "ბორჯღალოსნებმა" პირველ ადგილზე დაასრულეს და, ცხადია, სხვა შედეგი არც ამჯერად იქნება აღქმული წარმატებად.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდის უმთავრესი მეტოქე პირველობისთვის ბრძოლაში რუმინეთის ნაკრებია, რომელსაც "ბორჯღალოსნების" დარად, 19 ქულა აქვს და 15 მარტს, ბოლო ტურის მატჩში, თბილისში ვმასპინძლობთ.

უკვე გადაწყვეტილია, რომ ეს შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

პირველი ტურის შეხვედრას კი საქართველოს ნაკრები 1-ელ თებერვალს ერთა თასის დებიუტანტ ბელგიის
ეროვნულ გუნდთან გამართავს.

პირველ წრეში ამ გუნდის დამარცხება მოულოდნელად გაგვიჭირდა. "ბორჯღალოსნებმა" გამარჯვებას დიდი ძალისხმევის ფასად მიაღწიეს - 17:13. ამასთან ერთად, თამაშის დასაწყისში გუნდური ჩხუბიც ატყდა. ამდენად, ბელგიელების სტუმრობას მოუთმენლად ველით. მატჩი "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" გაიმართება.

მორიგი საშინაო შეხვედრა კი კიდევ უფრო საინტერესო და დაძაბული გამოვა, რადგან 22 თებერვალს თბილისში რუსეთის ნაკრები გვეწვევა.

ცხადია, ინტერესი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლების ნაკრებთან თამაშის მიმართ ქართველ ქომაგებში განსაკუთრებულია.

რუსებს ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდ არენაზე, ეროვნულ სტადიონზე დავუხვდებით და იმედია, მაყურებელი სტადიონს პირთამდე გაავსებს.

"ბორჯღალოსნები" ორ გასვლით მატჩს ესპანეთსა და პორტუგალიაში გამართავენ. ამ ქვეყნების ნაკრებები, სრულიად მოულოდნელად, ერთა თასის გათამაშებაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვიან.

ერთა თასი 2014
1-ლი თებერვალი
რუმინეთი-პორტუგალია
ესპანეთი-რუსეთი
საქართველო-ბელგია

8 თებერვალი
პორტუგალია-საქართველო
რუსეთი-რუმინეთი
ესპანეთი-ბელგია

22 თებერვალი
საქართველო-რუსეთი
რუმინეთი-ესპანეთი
ბელგია-პორტუგალია

8 მარტი
ესპანეთი-საქართველო
რუსეთი-პორტუგალია
რუმინეთი-ბელგია

15 მარტი
საქართველო-რუმინეთი
პორტუგალია-ესპანეთი
ბელგია-რუსეთი

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. საქართველო 5 4 1 0 +74 19
2. რუმინეთი 5 4 1 0 +49 19
3. რუსეთი 5 3 0 2 -6 14
4. პორტუგალია 5 1 1 3 -21 7
5. ბელგია 5 0 1 4 -39 5
6. ესპანეთი 5 0 2 3 -57 5

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
უნდა გადაიჭედოს სტადიონები !!!
GiorgiG83
19:19 09-01-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული