"ბორჯღალოსნებმა" ევროპის 2014 წლის ერთა თასის მეორე წრის პირველ შეხვედრაში, რომელიც ავჭალის სარაგბო სტადიონზე გაიმართა, მეტოქეს ექვსი ლილო გაუტანეს - 35:0.
იხილეთ: მინუს ოთხში, ნულზე! - "ბორჯღალოსნებმა" ბელგია არ გაახარეს [VIDEO]
საქართველოს ნაკრების თავკაცმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, მიუხედავად რთული პირობებისა, მეტოქეს მატჩში ქულაც არ აუღია და ეს ძალიან კარგი შედეგია.
"მიუხედავად რთული პირობებისა, ჩვენ ისე მოვიგეთ, რომ მეტოქეს ქულა არ აუღია, რაც ძალიან კარგი
ნაკრებმა ძალიან კარგად ითამაშა, განსაკუთრებით კი პირველ ტაიმში, როდესაც ორი ძალიან კარგი ლელო დავდეთ.
დღეს ჩვენი თამაში ვითამაშეთ და თუ ასე გავაგრძელებთ მუშაობას, კიდევ უფრო წინ წავალთ", - განაცხადა მილტონ ჰეიგმა.
მანვე დღევანდელ პრესკონფერენციაზე რაგბის კავშირს მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, მატჩის წინა დღეს ავჭალის სტადიონის მოედანი მთლიანად დაფარული იყო თოვლით, თუმცა, ახალგაზრდა მორაგბეებმა და რაგბის კავშირმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მატჩი ჩატარებულიყო.
როგორც მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, ბელგიასთან მატჩში ტრავმა მიიღო დავით ქუბრიაშვილმა. სავარაუდოდ, მას მაჯა აქვს მოტეხილი.
ბელგიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, რიშარ მაკ'ქლინთოქის განცხადებით კი, დღევანდელი მატჩი მათთვის გადამწყვეტი არ იყო.
"ჩვენთვის გადამწყვეტი იქნება შემდეგი შეხვედრა, რომელიც გაიმართება მადრიდში. ამ შეხვედრაზე იქნება დამოკიდებული, დავრჩებით თუ არა ევროპის ერთა თასის გათამაშებაში.
დღევანდელ თამაშში მარცხი კი არც ამინდის ბრალი იყო და არც რთული პირობების. წაგება განაპირობა იმან, რომ ვეთამაშებოდით საქართველოს ნაკრების ძლიერ გუნდს.
მადლობა საქართველოს ნაკრებს "სუფთა" თამაშისთვის", - განაცხადა ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.
მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით
კრიტიკის მიზეზი მარტო ეს არ ყოფლა, მილტონ ჰეიგის არ აქვს დიდი სამწვრთნელო პრაქტიკა, უფროსწორედ მაღალ და უმაღლეს დონზე მწვრტნელობის პრაქტიკა, განსაკუთრებით კი სანაკრებო (არ ვგულისხმობ ასაკობრივ სანაკრებო გამოცდილებას).
მარგამ...
ამ კაცმა რეალურად მოახერხა თაობათა ცვლა ნაკლებ მტკივნეული ყოფილიყო, ამ ფონზე სანაკრებო კანდიდატთა სია საგრძნობლად გაეზარდა, გაეზარდა კონკურენცია.
გამოჩნდნენ ახალგაზრდა მორაგბეები, რომლებიც უკვე ჩამოყალიბებული სპორცმენები არიან
გუნდში იხვეწება დისციპლინა
კვლავ დალაგდა შერკინება და რაც მთავარია ბოლო პერიოდია ქულებს აგროვებს უკანა ხაზი.
ჰეიგის ხელმძღვანელობით დავამარცხეთ სამოა და აშკარად სხვაზე დამაჯერეებლი ნაბიჯებით მივიწივეთ ინგლისისკენ.
აშკარაა რომ გუნდი თამაშიდან თამაშამდე ხვეწს სათამაშო კომპონენტებს, ანუ პროგრეირებს
ამ კაცმა მგონი დაიმსახურა ნდობა, რადგან მისი 2+2 კონტრაქტი მთლიანად ეძღვნება, მსოფლიო ჩემპონატის მოსამზადებელ სამუშაოებს, რაც ითვალისწინებს ერთა თასის უპირობოდ მოგებას, შესაბამისად ანთიმოზ ივერელის თასის შენარჩუნებას, ძლიერ ნაკრებებთან ტესტებზე ტოლსწორად და უპირატესობითაც თამაშს, ახალი ტურნირის დანერგვას, რაც მთლიანად ხმარდება რეგბის განვითარებას (სანაკრებო კანდიდატთა სიის გაფაროვება) და "ა" ნაკრების ფორმატის მაგივრად მზარდი საქართველოს ნაკრების ფორმატში (დიდი განსხვავებაა) ამ კანდდატტა დახელოვნება
მგონი უნდა დაველოდოთ ერთა თასზე ციკლის ცამთავერბას, მაის-ივნისის თბილისის ტურნირის შედეგების შეჯამებას და ნოემბრის ტესტებს, აი შემდეგ კი :) უკვე მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლას
ჯერჯერობით კარგად მიდის წარმატებები მილტონ!