მილტონ ჰეიგი: დღეს საქართველოს ნაკრებმა თავისი თამაში აჩვენა

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა 1-ელ თებერვალს, ბელგიის ნაკრებთან გამართული მატჩის შემდეგ კმაყოფილება გამოთქვა.

"ბორჯღალოსნებმა" ევროპის 2014 წლის ერთა თასის მეორე წრის პირველ შეხვედრაში, რომელიც ავჭალის სარაგბო სტადიონზე გაიმართა, მეტოქეს ექვსი ლილო გაუტანეს - 35:0.

იხილეთ:
მინუს ოთხში, ნულზე! - "ბორჯღალოსნებმა" ბელგია არ გაახარეს [VIDEO]

საქართველოს ნაკრების თავკაცმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, მიუხედავად რთული პირობებისა, მეტოქეს მატჩში ქულაც არ აუღია და ეს ძალიან კარგი შედეგია.

"მიუხედავად რთული პირობებისა, ჩვენ ისე მოვიგეთ, რომ მეტოქეს ქულა არ აუღია, რაც ძალიან კარგი
შედეგია.

ნაკრებმა ძალიან კარგად ითამაშა, განსაკუთრებით კი პირველ ტაიმში, როდესაც ორი ძალიან კარგი ლელო დავდეთ.

დღეს ჩვენი თამაში ვითამაშეთ და თუ ასე გავაგრძელებთ მუშაობას, კიდევ უფრო წინ წავალთ", - განაცხადა მილტონ ჰეიგმა.

მანვე დღევანდელ პრესკონფერენციაზე რაგბის კავშირს მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, მატჩის წინა დღეს ავჭალის სტადიონის მოედანი მთლიანად დაფარული იყო თოვლით, თუმცა, ახალგაზრდა მორაგბეებმა და რაგბის კავშირმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მატჩი ჩატარებულიყო.

როგორც მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, ბელგიასთან მატჩში ტრავმა მიიღო დავით ქუბრიაშვილმა. სავარაუდოდ, მას მაჯა აქვს მოტეხილი.

ბელგიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, რიშარ მაკ'ქლინთოქის განცხადებით კი, დღევანდელი მატჩი მათთვის გადამწყვეტი არ იყო.

"ჩვენთვის გადამწყვეტი იქნება შემდეგი შეხვედრა, რომელიც გაიმართება მადრიდში. ამ შეხვედრაზე იქნება დამოკიდებული, დავრჩებით თუ არა ევროპის ერთა თასის გათამაშებაში.

დღევანდელ თამაშში მარცხი კი არც ამინდის ბრალი იყო და არც რთული პირობების. წაგება განაპირობა იმან, რომ ვეთამაშებოდით საქართველოს ნაკრების ძლიერ გუნდს.

მადლობა საქართველოს ნაკრებს "სუფთა" თამაშისთვის", - განაცხადა ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 7 /
ანტონ ფეიქრიშვილის გამოძახება მართლა ძალიან სასიამოვნოა, რა თქმა უნდა დათოს რომ ტრავმა არ მიეღო უფრო სასიამოვნო ეგ იქნებოდა, თუმცა ფეიქრიშვილი ალბათ ისედაც იმსახურებდა გამოძახებას. ისე ძალიან მაინტერესებს ასევე ჰეიგის მოსაზრება ჟღენტთან დაკავშირებით. არსად არ წამიკითხავს და არც მომისმემია მწვრთნელის კომენტარი მისი გამოუძახებლობის მიზეზის შესახებ.
რეზო110
16:53 03-02-2014
0
ტრავმირებულ დუდუს ანტონ ფეიქრიშვილი ცვლის. როემლიც პორტუგალიაში შეუერთდება გუნდს და ციკლის ბოლომდე მილტონ ჰეიგის განკარგულებაში იქენბა. ყოველთვის უცნაური იყო მისი ნაკრებში იშვიათად ყოფნა (10 მდე სანაკრებო შეხვედრა, ან ცოტა მეტი) , თავიდან მიზეზად დასახელდა ის რომ მას კლუბი არ უშვებდა, შემდეგ ის რომ კონკურენცას როდესაც უთამაშებელი იყო ვერ ძლებდა, ისიც რომ მწვრთნელმა "აითვალისწუნა"... ფაქტია ფეიქრიშვილის ნაირი მორაგბე, ასე სტაბილურად კარგად , ასეთ მაღალ დონეზე მოტამაშე ჯერ კიდევ ცოტა გვყავს.

სასიხარულოა მისი ნაკრებში დაბრუნება !
GiorgiG83
14:44 03-02-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული