"ბორჯღალოსნებს" "სტეჟარისთან" შეხვედრამდე რუსეთისა და ესპანეთის ნაკრებებთან აქვთ ბრძოლა გადასატანი. თუმცა ფიქრით მაინც სწორედ "მუხის ფოთლებთან" მომავალ მატჩზე ვართ.
სავარაუდოდ, სწორედ იმ თამაშში გაირკვევა ერთა თასის საუკეთესო გუნდის ვინაობა.
"სტეჟარიმ", ჩვენი გუნდის მსგავსად, 28 ქულა დააგროვა და მხოლოდ გატანილი და მიღებული ქულების სხვაობით ჩამოგვრჩება. 22 თებერვალს რუმინელები კლუჟში ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებენ, რომელიც ერთა თასზე ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის და, ვფიქრობთ, უშანსო მატჩში რუმინელებს
"სტეჟარის" უელსელმა თავკაცმა ლინ ჰოულსმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც უმნიშვნელო ცვლილებაა.
საესპანეთოდ გუნდის განაცხადში არ არის ვალენტინ ურსაკეს ძმა ანდრეი ურსაკე. პირველი ტრავმირებულია და გუნდს, სავარაუდოდ, ვერც საქართველოს ნაკრებთან მატჩში დაეხმარება.
მეორის არყოფნის მიზეზი კი უცნობია. ესპანელებთან არ ითამაშებს ასევე "ბურგ ან ბრესის" მეორეხაზელი ალინ კოსტე.
"ლომებმა" განვლილ ტურში შინ გაჭირვებით მოუგეს დებიუტანტ ბელგიის ეროვნულ გუნდს. ესპანელთა თავკაცმა სანტიაგო სანტოსმა იგივე შემადგენლობას მოუყარა თავი, რომელმაც "შავი ეშმაკების" წინააღმდეგ ითამაშა.
მწყობრში არიან პირინეელთა ლიდერები - სესარ სემპერე და პაბლო ფეიხოო. თუმცა ესპანელებს ბევრად სერიოზული პრობლემა აქვთ, ვიდრე ეს რომელიმე წამყვანი მოთამაშის არყოფნაა. გუნდი ახლად შეკოწიწებულია და შეთამაშება აშკარად აკლია.
გამარჯვების შემთხვევაში, რუმინეთის ნაკრები მსოფლიოს თასის საგზურს მოიპოვებს. თუ ესპანელები მოიგებენ, ერთა თასზე დარჩებიან და მესამე ადგილზე გასვლის თეორიულ შანსს მიიღებენ.
რუმინეთის ნაკრები
შერკინება: ჰორაციო პუნეგა (ჰლანეჰლი), პაულიკა იონი, ვლად ნისტორი (ორივე - კასტრი), კონსტანტინ პრისტავიტა, ალექსანდრუ ოანსეა (ორივე - ბაია მარე), ანდრეი რადოი (ეალინგი), ეუგენ კაპატანა, ვალენტინ პოპირლანი, კრისტიან მუნტეანუ, სტელიან ბურსეა (ყველა - ტიმიშოარა), მარიუს სირბე (ტარბი), რაზვან აილენეი (კლუჟი), მიჰაი მაკოვეი (სენ ნაზერი), ვიორელ ლუკაჩი (სტიაუა). ალექსანდრუ მიტუ (ბუქარესტი).
უკანა ხაზი: ფლორინ სურუჯუ (ბუქარესტი), კიპრიან კაპლესკუ (დინამო), ვალენტინ კალაფეტეანუ, მადალინ ლემნარუ, კატალინ ფეკუ (ტიმიშოარა), ჯორჯ ოპრეა, ჩაბა გალი, კრისტიან დინისი (ბაია მარე), ფლორინ ვლაიკუ, ადრიან აპოსტოლი (ფარული), ფლორინ იონიცა, იონუც დუმიტრუ, რობერტ დესკალუ (სტიაუა), დორინ მანოლე (ორტეზი).
ესპანეთის ნაკრები
იგნასიო კონტარდი, ხავიერ სანჩესი (სანტანდერი), ხავიერ მირანდა, სესარ სემპერე (ელ სალვადორი), იგნასიო გუტიერესი, რობერტ ნიუტონი (ვალიადოლიდი), ალეხანდრო ბლანკო (ვიგო), იგნასიო ვილანოვა (სისნეროსი), ხავიერ კანოსა (მადრიდი), პაბლო ფეიხოო (ბერა ბერა). ბიტორ აბოიტსი, დანიელ სნეე (გეტხო), მატიო როსა (ორიაკი), ჩარლი მალი (ბეზიე), ჟულიენ გოია (ბიარიცი), ბენატ ოსქუი, გაუტიერ გიბუნი (ბორდო), ხაიმე ნავა (ბურგ ან ბრესი), გლენ როლსი (ლორმონი), ავგუსტინ ორტიზი (ნარაფოა), სებასტიან რუე (ნარბონი), ანტონი პრადალი (ვილფრანში), მეთ კუკი (თანბრიჯი).
ერთა თასი
22 თებერვალი
საქართველო-რუსეთი
რუმინეთი-ესპანეთი
ბელგია-პორტუგალია
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
15-ში ფინალს ვთამაშობთ