ირაკლი მაჩხანელი: "ბორჯღალოსნებს" მსოფლიოს თასზე წარმატებას ვუსურვებ

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა ირაკლი მაჩხანელმა სანაკრებო კარიერა დაასრულა.

ამის შესახებ საქართველოს რაგბის კავშირის ტრადიციული დაჯილდოების ცერემონიალზე გახდა ცნობილი, რომელიც სასტუმრო "რედისონში" გაიმართა.

ცერემონიალის დასასრულ, რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ ერთი სევდიანი ამბავი გააცხადა:

საქართველოს ნაკრებში კარიერა დაასრულა გუნდის კაპიტანმა ირაკლი მაჩხანელმა, რომელსაც გაცილებას მომავალი წლის ერთა თასზე მოუწყობენ. მან ეროვნულ გუნდში 73 კეპი მოიხვეჭა და 24 ლელო გაიტანა. არის სამი მსოფლიოს თასის (2003, 2007, 2011 წლები) მონაწილე.

გიორგი ნიჟარაძემ მას გადასცა წმინდა გიორგის მედალიონი, რომელზეც ირაკლი მაჩხანელის სახელი და
გვარი, ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობაა ამოტვიფრული. ანალოგიური მედალიონი აქამდე მხოლოდ ირაკლი აბუსერიძეს ჰქონდა.

"მივიღე გადაწყვეტილება, სანაკრებო კარიერა დავასრულო. უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ეროვნულ ნაკრებში ამდენი ხნის განმავლობაში ვთამაშობდი. 2015 წლის მსოფლიოს თასზე "ბორჯღალოსნებს" წარმატებას ვუსურვებ" - თქვა ირაკლი მაჩხანელმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
რაგბს ფეხბურთს ესაჩიროება დახმარება არც ისე დიდი შანსი გცაქვს ამაზე მეტით რომ განვვითარდეთ რაგბში.სანამ შიდა სამზარეულო არ მოწესრიგდება ლეგიუნერი საქმეს არ შველის
mindia123
14:39 30-12-2014
0
მსოფლიოს ჩემპიონატამდე რამოდენიმე თვით ადრე, ნაკრების კაპიტანი სანაკრებო კარიერას რომ ასრულებს, ამან სულ მინიმუმ კითხვები უნდა დაბადოს ...
ივანე
10:58 30-12-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული