ამ მატჩში გადაწყდება ევროპის ჩემპიონისა და ანთიმოზ ივერიელის თასის ბედი. ჩვენს გუნდს ფრეც ხელს აძლევს.
საქართველოს ნაკრები მიმდინარე გათამაშებას დაუმარცხებლად ლიდერობს. აღსანიშნავია, რომ ჩვენი მორაგბეები საუკეთესოები არიან ბომბარდირთა დავაშიც.
საუკეთესო მექულე მერაბ კვირიკაშვილია, რომელმაც 49 ქულას მოუყარა თავი (ხუთი გარდასახვა და ცამეტი საჯარიმო). მას თორმეტი ქულით ჩამორჩება რუმინელი ვალენტინ კალაფეტეანუ.
მელელოვეთა შორის საუკეთესოა საქართველოს ნაკრების პირველხაზელი ზურაბ ჟვანია, მის ანგარიშზე ხუთი
შეგახსენებთ, საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებების მატჩი 21 მარტს, თბილისის დროით 16:30 საათზე დაიწყება.
საქართველო
პირველი ხაზი: მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), კარლენ ასეიშვილი, ანტონ ფეიქრიშვილი (ორივე - ბრივი), სიმონ მაისურაძე (ვალანსი), ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე), დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), ლევან ჩილაჩავა (ტულონი), ირაკლი ნატრიაშვილი (ტულე).
მეორე ხაზი: გიორგი ნემსაძე (ტარბი), ლევან დათუნაშვილი (ორიაკი), კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი), ვახტანგ მაისურაძე (ალბი).
მესამე ხაზი: მამუკა გორგოძე (ტულონი), შალვა სუთიაშვილი (მასი), ლაშა ლომიძე (ბეზიე), გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი), ბექა ბიწაძე (ლოკომოტივი).
#9: გიორგი ბეგაძე (ყოჩები), ვაჟა ხუციშვილი (ხარები), ვასილ ლობჟანიძე (არმაზი).
#10: ლაშა ხმალაძე (ლელო), ლაშა მალაღურაძე (ბაგნერე).
#12-13: მერაბ შარიქაძე (ორიაკი), დავით კაჭარავა (ენისეი).
#11-14: თამაზ მჭედლიძე (აჟენი), ალექსანდრე თოდუა (ლელო), ალექსანდრე ხუციშვილი (ყოჩები), მურაზ გიორგაძე (არმაზი).
#15: მერაბ კვირიკაშვილი (მონლუსონი), გიორგი აფციაური (აია).
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ პ ქ
1. საქართველო 4 4 0 0 +107 1 17
2. რუმინეთი 4 3 0 1 +50 3 15
3. ესპანეთი 4 2 0 2 0 1 9
4. რუსეთი 4 2 0 2 -29 1 9
5. პორტუგალია 4 1 0 3 -35 1 5
6. გერმანია 4 0 0 4 -93 1 1
V ტური
რუმინეთი-საქართველო, რუსეთი-პორტუგალია, ესპანეთი-გერმანია
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"