დავით ხინჩაგიშვილი "ბორჯღალოსნებს" დაემშვიდობა

AutoSharing Option
როგორც ფრანგული ყოველდღიური სარაგბო გაზეთი "მიდი ოლიმპიკი" იუწყება, საქართველოს ნაკრების და პარიზული "მეტრო რასინგის" შერკინების ბურჯმა დავით ხინჩაგიშვილმა საერთაშორისო კარიერა დაასრულა.

31 წლის მორაგბემ საქართველოს ნაკრებში მსოფლიოს თასის ორ გათამაშებაში იასპარეზა, საფრანგეთსა და ახალ ზელანდიაში.

"გადავწყვიტე, ეროვნულ ნაკრებში გამოსვლა დავასრულო. შესაბამისად, ინგლისში გასამართ მსოფლიოს თასის გათამაშებაში არ ვიასპარეზებ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში განვლილ ორ მსოფლიოს თასზე ვითამაშე, ახლა მინდა ოჯახთან ერთად დავისვენო და საკლუბო კარიერას მეტი ყურადღება დავუთმო.

ეს პირადად ჩემი არჩევანია". - თქვა დავით ხინჩაგიშვილმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული
გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 3 /
დიდი მადლობა დავით. წარმატებას გისურვებ საკლუბო კარიერაში და პირად ცხოვრებაში
koba
16:42 27-05-2015
0
აუცილებლად უნდა მოეწყოს კარგი და ლამაზი გაცილება...
გისურვებ წარმატებებს
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული