მილტონ ჰეიგი: თბილისის თასზე ჩამოსული ყველა გუნდი ძლიერია!

AutoSharing Option
შაბათს, 13 ივნისს, თბილისის თასის პირველი ტურის მატჩები გაიმართება. "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" საქართველოს ნაკრები ურუგვაის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. ეს შეხვედრა ტესტია და მისი შედეგი რეიტინგზე გავლენას იქონიებს.

"ბორჯღალოსნებისა" და ურუგვაელების გარდა, თბილისის თასზე მზარდი იტალიისა და ირლანდიის ნაკრებები იასპარეზებენ. ირლანდიის გუნდი სულაც თბილისის თასის პირველი გათამაშების გამარჯვებულია და, ამჟამადაც, ტურნირის მთავარი ფავორიტია.

ტურნირის დაწყების წინ, 11 ივნისს, მონაწილე გუნდების წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს.

მილტონ ჰეიგი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"ტურნირზე ჩამოსული ყველა გუნდი ძლიერია და ყველასთან რთული, დაძაბული და საინტერესო თამაში
მოგვიწევს.

ეს კარგი შანსია ახალი მორაგბეებისთვის, წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები და კიდევ უფრო დაუახლოვდნენ ეროვნულ გუნდს. საინტერესოა, ამ შანსს ისინი როგორ გამოიყენებენ.

მსოფლიოს თასის გათამაშებაზე წასვლის უმთავრესი კანდიდატები ახლა ისვენებენ. ტურნირის დასრულების შემდეგ დასახელდება გაფართოებული შემადგენლობა, რომლითაც ინგლისში გავემგზავრებით".

ლევან დათუნაშვილი, საქართველოს ნაკრების კაპიტანი:
"ამ ტურნირზე გამოცდილ მორაგბეებთან ერთად ახალი მოთამაშეებიც გვყავს. ძალიან ძლიერ მეტოქეებთან გვიწევს თამაში და დარწმუნებული ვარ, რომ ბიჭები ბოლომდე იბრძოლებენ და მაყურებელს ღირსეულ თამაშებს ვაჩვენებთ.

პირველი შეხვედრა ურუგვაის ნაკრებთან გვაქვს. ჩვენ მათი თამაშის ჩანაწერები შევისწავლეთ. ძალიან ძლიერები არიან შერკინებაში, დერეფანში, აგრესიულად თამაშობენ დაცვაში.

იქნება დიდი ბრძოლა და როგორც წესი, უფრო ძლიერი გაიმარჯვებს".

Sportall.Ge
ფოტოზე: კაპიტნების ფოტოსესია მეტეხზე
დღეს, 12 ივნისს, ავჭალის სარაგბო სტადიონზე კაპიტნის ვარჯიშები გაიმართება. პირველ ვარჯიშს ურუგვაი 10:00 საათზე ჩაატარებს, 11:00 საათზე ავჭალის სარაგბო სტადიონს ირლანდია დაიკავებს, უფრო მოგვიანებით კი, 17:00 სთ-ზე ლევან დათუნაშვილი უკაპიტნებს "ბორჯღალოსნების" წვრთნას.

რაც შეეხება მზარდი იტალიის განრიგს, მათი კაპიტნის ვარჯიში თამაშის დღეს, 13 ივნისს, მარტყოფის სტადიონზე 10:00  სთ-ზე გაიმართება.

საქართველო
შერკინება:
ჯაბა ბრეგვაძე (ყოჩები), სიმონ მაისურაძე (ვალანსი), ვასილ კაკოვინი (ტულუზი), ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე), ანტონ ფეიქრიშვილი (ბრივი), ირაკლი მირცხულავა (ტარბი), ნიკოლოზ ხატიაშვილი (ორიაკი), არჩილ ბეჟიაშვილი (ლოკომოტივი), გიორგი თეთრაშვილი (აჟენი), გიორგი ჩხაიძე (ლილი), კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი,), ლევან დათუნაშვილი (ორიაკი), ნოდარ ჭეიშვილი (ლა სენი), ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი), ლაშა ლომიძე (ბეზიე), დიმიტრი ბასილაია (პერპინიანი), ბექა ბიწაძე (ლოკომოტივი), საბა შუბითიძე (ჯიქები).
უკანა ხაზი: ბექა წიკლაური (ლოკომოტივი), გიორგი აფციაური (აია), მურაზ გიორგაძე (არმაზი), ალექსანდრე ხუციშვილი (ყოჩები), გიორგი ფრუიძე (აია), რევაზ გიგაური (მონლუსონი), მერაბ შარიქაძე (ორიაკი), თამაზ მჭედლიძე (აჟენი), გიორგი ტალახაძე (ლელო), ლაშა მალაღურაძე (ბაგნერე), ვაჟა ხუციშვილი (ხარები), გიორგი ბეგაძე (ყოჩები)

ურუგვაი
ავგუსტინ ალონსო, კარლოს არბოლეია, ფაერნანდო ბასკუ, მატია ბეერი, მანუელ ბლენხიო, მატიას ბრაუნი, ალეხო კორალი, ალეხო დურანი, ხერონიმო ეჩევერი, ხუან მანუელ გამინარა, სანტიაგო გიბერნაუ, გერმან კესლერი, ნიკოლას კლაპენბახი, ფრანცო ლამანა, ლეონარდო ლეივასი, დიეგო მანო. გასტონ მიერესი, ალეხანდრო ნიეტო, ავგუსტინ ორმაჩეა, მატიას პალომეკი, ხოაკინ პრადა, ალებერტო რომანი, მარიო საგარიო, მატეო სანგვინეტი, ანდრეს ვილასეცა, სანტიაგო ვილასეკა, ხორხე ზერბინო.

მზ. იტალია
მირკო ამენტა (რომა), რობერტო ბეკერა (რეკო), ჯიოვანი ბენვენუტი (მოლიანო), ლუცა ბიგი (პადოვა), ტომაზო ბონი (მოლოანო), ფილიპო ბუსკემა (კალვიზანო). ემილიანო კაფინი (როვიგო), კარლო კანნა (რომა), პიეტრო სეკარელი (მაკონი), ალბერტო კიეზა (კალვიზანო), მატეო კორაზი (მოლიანო), გაბრიელე დი ჯულიო (კალვიზანო), ჯუზეპე დი სტეფანო (რომა), ორნელ გეგა (მოლიანო), ფილიპო გეროსი (ვიადანა), ფილიპო გუარდუჩი (მოლიანო), ჯორჯ იაკობი (პადოვა), სიმონე მარინარო (რომა), მაქსიმ მბანდა (კალვიზანო), ლაერტ ნაკა (რომა), სებასტიან ნერი (ჰართფური), სიმონე პარისოტო (პადოვა), რობერტო კუარტაროლი (ვიადანა), ფედერიკო პუზა (ვიადანა), მარკო სუსიო (კალვიზანო), ფედერიკო ზანი (პადოვა), ალესიო ზდრილიჩი (კალვიზანო).

მზ. ირლანდია
სტივენ არჩერი, ენდრიუ ქორი, ჯეიმზ კრონინი, ჯეი ჯეი ჰანრაჰანი, ბილი ჰოლანი, რორი სკანელი (ყველა-მანსტერი), ფაინლი ბელამი, დენის ბაკლი, ჯონ ქუნი, მეთ ჰილი, დეივ ჰეფერნანი, იოჰან მასტერსონი, ევან მაკქონი, ტერნან ოლაჰორანი (ყველა-ქონოთი), ევან გრიფინი (ლონდონ აირიში), რობ ჰარინგი, სტიუარტ მაკლოკი, პიტერ ნელსონი, ლუსი სტივენსონი, ფრენკ ტაგარტი, ენდი ვარვიკი (ყველა-ალსტერი), კიან კელეხერი, დენ ლივი, ბენ მარშალი, ლუკ მაკგრეთი, ნოელ რიდი, რის რადოკი (ყველა-ლენსტერი).

თბილისის თასი 2015
13 ივნისი
საქართველო-ურუგვაი
მზ. იტალია-მზ. ირლანდია

17 ივნისი
საქართველო-მზ. იტალია
ურუგვაი-მზ. ირლანდია

21 ივნისი
საქართველო-მზ. ირლანდია
ურუგვაი-მზ. იტალია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული