"ამ ტურნირის მიზანი იყო, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა მოთამაშე გვენახა საქმეში. ვფიქრობ, მიზანს მივაღწიეთ", - თქვა ნამატჩევს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა.
"ბორჯღალოსნებმა" თბილისის თასის გათამაშების ბოლო დღეს მზარდი ირლანდიის ნაკრებთან წააგეს - 12:45. ტურნირი სწორედ ირლანდიელი მორაგბეების გამარჯვებით დასრულდა, რომელთა ბოლო მატჩის სანახავად თბილისში ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯო შმიდტი ჩამოვიდა. მისი მხედველობის არეში მზარდი ირლანდიის ნაკრების შვიდი მოთამაშე იყო, რომელთაგან რამდენიმეს მსოფლიოს თასისთვის მოსამზადებელ გუნდში ჩართავს.
ვინ მოინიშნა შმიდტმა, უცნობია. ასევე უცნობია ჰეიგის არჩევანი.
თუმცა, ის კი თქვა, მსოფლიოს თასისთვის მზადებას ერთ კვირაში ვიწყებთო.
"რეალურად, ამ ტურნირზე ეროვნული ნაკრების წევრების 90 პროცენტს არ უთამაშია. ამიტომ, ვფიქრობ, რომ გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგი მისაღებია", - დასძინა მილტონ ჰეიგმა.
თბილისის თასი 2015. III ტური
საქართველო-მზ. ირლანდია 12:45
საქართველო (15-9) წიკლაური, გ. ხუციშვილი, გიგაური, მჭედლიძე, ფრუიძე (სვანიძე 59), ნინიძე, ბეგაძე (ვ. ხუციშვილი 63). (1-8) ჟვანია (თეთრაშვილი 74), მაისურაძე (ბრეგვაძე 48), ფეიქრიშვილი (მირცხულავა 48), დათუნაშვილი (ო. გიორგაძე 9), მიქაუტაძე, ბიწაძე, ჩხაიძე, ლომიძე (შუბითიძე 32).
2 ლ: ლომიძე, გიორგაძე. გ. წიკლაური.
სინბინი: გ. ხუციშვილი.
მზ. ირლანდია (15-9) ოლაჰორანი, ქონვეი, რიდი (ნელსონი 69), მაკქლოქსი (გრიფინი 59), ჰილი, ჰანრაჰანი, მაკგარასი (ქუნი 41). (1-8) ქრონინი (ბაქლი 41), ჰერინგი (ვორიქი 74), არჩერი (ბილემი 74), მარსალი (თეგართი 70), ჰოლანდი (ბრაუნი 7), მასთერსონი, ლივი, ქონანი.
6ლ: ჰილი, საჯარიმო, მასთერსონი, ქონვეი, ქუნი, ბილემი. 6გ,ს: ჰანრაჰანი.
მსაჯი: მატიო რეინალი.
ურუგვაი-მზ. იტალია 13:23
სატურნირო მდგომარეობა
1. მზ. ირლანდია - 15 ქულა, 2. მზ.იტალია - 8, 3. საქართველო - 4, 4. ურუგვაი - 0.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"