მილტონ ჰეიგის შეგირდები თავს არ ზოგავენ - საქვეყნოდ ცნობილი ფიზმომზადების მწვრთნელის, ქელვინ მორისის ხელმძღვანელობით, ამ პაპანაქებაში ოფლს ორმაგად ღვრიან, რათა ინგლისში საკადრისად დაიცვან ქართული რაგბის ღირსება.
წინდაწინ დათქმული პირობით, საზოგადო მედიას გუნდთან ჯერჯერობით ვერ მიესვლება, რადგან დატვირთვა იმდენად მძიმეა, რომ მის გასაძლებად ბიჭებს ფიზიკური და მენტალური რესურსის სრულად მობილიზება სჭირდებათ.
მოვარჯიშენი ვაჟკაცურად იტანენ განსაცდელს. სამწვრთნელო შტაბი ჰპირდებათ, რომ მზადების ინტენსივობა კიდევ იმატებს და ამ გაგანია ზაფხულში მიღებული წრთობა შემოდგომაზე,
ბანაკიდან დამაიმედებელი ცნობები მოგვდის - ყველანი ყოჩაღად არიან. ვარჯიშები მრავალფეროვანია. ყურადღება ექცევა ამტანობას, ღონეს, სიჩქარეს, სისხარტესა და მოქნილობას.
თასზე "ბორჯღალოსნები" გაწაფულ მეტოქეებს რომ უნდა შეებნენ, ფიზიკურ ვარჯიშთა უმეტესობა ბურთით სრულდება და ამით კონტაქტში თამაშის ელემენტები იხვეწება.
ერთი სიტყვით, ჩვენი რჩეულნი ისე ემზადებიან, როგორც არასდროს, რათა ინგლისში მიაღწიონ შედეგს, რომელიც ქართულ რაგბს ახალ ორბიტაზე გაიყვანს.
რაზმში ერთი სიახლეა - 20-წლამდელთა ერთ-ერთ გამორჩეულ მოთამაშეს, ფულბეკ ირაკლი სვანიძეს, რომელმაც პირველი სანაკრებო კეპი თბილისის თასზე მოიხვეჭა, ფეხის ძველმა ტრავმამ შეახსენა თავი, რის გამოც მას სამ-ოთხკვირიანი რეაბილიტაციის გავლა მოუწევს.
რაგბის კავშირის პრესსამსახური