იმ ქალაქების მოკლე ექსკურსია, სადაც "ბორჯღალოსნები" იასპარეზებენ

AutoSharing Option
მსოფლიოს თასის დასრულებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. საქართველოს ნაკრები ოვალური ბურთით თამაშის უდიდეს ფორუმში 19 სექტემბრიდან ჩაერთვება.

"ბორჯღალოსნები" ორ შეხვედრას გლოსტერში, "კინგსჰოლმზე" გამართავენ ტონგასა და არგენტინის ნაკრებებთან.

მომდევნო მეტოქე კი "ოლ ბლექსი" იქნება, რომელსაც კარდიფის "მილენიუმზე" დაუპირისპირდებიან.

ჯგუფური ტურნირის ბოლო მატჩი კი ექსეტერში, "სენდი პარკზე" გაიმართება. აქ ჩვენი გუნდის მეტოქე ნამიბიაა.

ცხადია, "ბორჯღალოსნების" საქომაგოდ საქართველოდან ბევრი გულშემატკივარი ჩავა. გთავაზობთ იმ ქალაქების მოკლე ექსკურსიას, სადაც ჩვენი გუნდი იასპარეზებს.

გლოსტერი
მდინარე სევერნის სანაპიროზე გაშენებული ქალაქი ისტორიის მოყვარულთათვის პირდაპირ სამოთხეა. გლოსტერის ცნობილი მონასტრის
გარდა, ქალაქის სტუმრებს დიდი სიამოვნება შეუძლიათ მიიღონ ძველ ქუჩებსა და ჩიხებში სეირნობისას. ასევე, ისტორიული გემბანის ნახვისას, სადაც შუა საუკუნეების ეპოქა თანამედროვეობასთანაა გადაჯაჭვული. აქ უამრავი, ძალიან კარგი ბარი და რესტორანია, რომლებიც ყველანაირი გემოვნების ადამიანის მოთხოვნილებას დააკმაყოფილებს.

განაწყენებულნი არც მუზეუმების მოყვარულები დარჩებიან. ისინი აუცილებლად უნდა ეწვიონ სენ მერი და კრაიპტის მუზეუმს.

ექსტრემალური სიტუაციების მოყვარულებისთვის ქალაქის ცენტრიდან რამდენიმე წუთის სავალზე სათხილამურო ცენტრი მდებარეობს. აქვე ახლოსაა კარტინგის ტრასა და კეგლბანი. ერთი სიტყვით, გლოსტერში დიდი არჩევანია. გნებავთ, ისტორიულ, ძველ კვარტალში გაატარებთ დროს, გნებავთ, თანამედროვეში. შთაბეჭდილება ორივე შემთხვევაში წარუშლელი დაგრჩებათ.

სად ვჭამოთ და დავლიოთ
გლოსტერის ნავმისადგომი გთავაზობთ ვახშამს ზღვის პროდუქტებით. თუმცა ქალაქის ამ კვარტალში რესტორნების საკმაოდ დიდი არჩევანია. კინგსჰოლმის სტადიონთან ბევრი პაბი და ბარია, სადაც სასმელების დიდი არჩევანია. აქ შეიძლება დააგემოვნოთ 34 სხვადასხვა დასახელების ჩამოსასხმელი ლუდი.

კინგსჰოლმ სთედიუმი
"კინგსჰოლმი" ინგლისის პრემიერშიპში მოასპარეზე რაგბის კლუბ "გლოსტერის" საშინაო არენაა. აქვე თამაშობდა დიდი ხნის განმავლობაში ინგლისის ეროვნული ნაკრებიც, იქამდე, სანამ "თვიქნემზე" გადავიდოდა. 1991 წლის მსოფლიოს თასზე აქ ახალი ზელანდიის ნაკრები აშშ-ის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა.

ისე, როგორც სხვა სპორტული არენები ინგლისში, "კინგსჰოლმიც" საცხოვრებელ კვარტალში მდებარეობს. ამიტომ მისი მოძებნა ქალაქში ძნელი არ არის. სტადიონი ხუთი წუთის სავალზე მდებარეობს ავტობუსების მთავარი სადგურიდან, ხოლო რკინიგზის სადგურიდან 10 წუთი უნდა იაროთ ფეხით.

მიუხედავად იმისა, რომ "კინგსჰოლმი" მხოლოდ 16 500 მაყურებელს იტევს, მას დიადი ისტორია აქვს. ამასთან ერთად, ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან სარაგბო სტადიონად არის მიჩნეული.

"კინგსჰოლმზე" ოთხი მატჩი გაიმართება:

19 სექტემბერი
საქართველო-ტონგა

23 სექტემბერი
შოტლანდია-იაპონია

25 სექტემბერი
საქართველო-არგენტინა

11 ოქტომბერი
აშშ-იაპონია

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
"მსოფლიოს თასის დასრულებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. საქართველოს ნაკრები ოვალური ბურთით თამაშის უდიდეს ფორუმში 19 სექტემბრიდან ჩაერთვება." - :) თუ დამთავრდა 19 სექტემბრამდე, მერე რაღას ჩავერთვებით :)
ლევანი
10:29 14-08-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული