ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში "ბორჯღალოსანთა" მხარდამჭერი გვერდი "ყიჟინატორი" გამოჩნდა. ვინ არიან "ყიჟინატორები", რა მიზნები აქვთ და საერთოდ, საიდან გაჩნდა ეს იდეა, ამაზე AMBEBI.GE-ს იდეის ერთ-ერთ ავტორი, ვანო ჩიკვაიძე ესაუბრა.
- მე და ჩემს მეგობრებს დიდი ხნის წინ გვქონდა სურვილი, რომ რაღაც მსგავსი გაგვეკეთებინა, მაგრამ აქამდე ვერ ვახერხებდით. თავდაპირველად იდეა წამოვიდა იქიდან, რომ ჩვენი მორაგბეები ყოველთვის ყველაფერს დებენ თამაშის
დღეს "ყიჟინატორების" რიგებში არიან ქართული რაგბის გულშემატკივარი მარკეტერები, სარეკლამო კომუნიკაციის სპეციალისტები, მუსიკოსები, მსახიობები, რეჟისორები, ოპერატორები, ხმის რეჟისორები და ოპერატორები, სარეკლამო სააგენტო, ხმის ჩამწერი კომპანია, ვებ-დეველოპერული სტუდია და სხვები.
მინდა გითხრათ, რომ "ყიჟინატორების" არმია ყოველდღიურად იზრდება.
- მსგავსი ტიპის იდეებს, როგორც წესი, გარკვეული ფინანსები სჭირდება, მით უმეტეს, იღებთ საიმიჯო ვიდეორგოლებს, რაც ასევე ფინანსებთანაა დაკავშირებული...
- შეგვეძლო სპონსორის მოძიება (სხვათა შორის, შემოთავაზებაც იყო), მაგრამ ჩვენი მიზანია, რომ ეს პროექტი იყოს მთლიანად მოხალისეობრივი. აქედან გამომდინარე, უარი ვთქვით რაიმე სახის დაფინანსებაზე და ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენ თვითონ. მაგალითად, საიმიჯო რგოლი, რომელიც უკვე გავრცელდა, გადაღებულია მთლიანად ჩვენ მიერ და იმის გამო, რომ არ გვქონდა განათების ფული, გადავიღეთ განათების გარეშე.
რგოლის გადაღების დროს ჩვენ ვდებდით ფულს (ხან ათ, ხან ოც ლარს), რათა მგზავრობის და კვების ხარჯები აგვენაზღაურებინა.
პროექტის ფარგლებში ვგეგმავთ კიდევ სხვა მხარდასაჭერი რგოლების გადაღებას. ასევე, დაგეგმილია სხვადასხვა მხარდასაჭერი აქტივობა, რომელიც უფრო მეტად გააღვივებს საბრძოლო სულისკვეთებასა და შემართებას "ბორჯღალოსნებსა" და გულშემატკივრებში მსოფლიო თასის წინ.
თითოეული მონაწილე უანგაროდ ჩაერთო აღნიშნულ პროექტში, რისთვისაც "ყიჟინატორების" საორგანიზაციო ჯგუფი მათ განსაკუთრებულ მადლობას უხდის და იმედს გამოვთქვამთ, რომ მათი გულითადი ყიჟინა წარმატებას მოუტანს "ბორჯღალოსნებს".
- რატომ "ყიჟინატორი"?
- დავსხედით იდეის ავტორები და უამრავი სახელი მოვიფიქრეთ, მაგრამ ბოლოს "ყიჟინატორზე" შევჩერდით, რადგან "ყიჟინატორი" არის ადამიანი, ვინც ავრცელებს ყიჟინას. მოგეხსენებათ, რომ ომის და ბრძოლის დროს ყიჟინით ენერგია გემატება ადამიანს, იმუხტები და უფრო მაგრად იბრძვი, ხოლო ვინც შენთან ერთად ყიჟინობს, შენი თანამებრძოლი ხდება.
ჩვენი მიზანიც ესაა, რომ ჩვენი ყიჟინით ჩვენს მორაგბეებს ამოვუდგეთ გვერდში და მათთან ერთად შევერკინოთ მეტოქეებს. ჩვენი საბრძოლო შეძახილი, მისალმება და დამშვიდობება არის - "ყიჟ!!!"
სასიხარულოა, რომ ხალხმა კარგად მიიღო ჩვენი ინიციატივა, ზოგმა კი გვითხრა, რომ სახელი არ მოსწონთ, მაგრამ უმეტესობა თბილად გვწერს. კრიტიკას არ გავურბივართ, მაგრამ ბუნებრივია, შექება უფრო გვიხარია.
- კარსაა მომდგარი მსოფლიოს ჩემპიონატი და თუ აპირებთ რაიმე აქციას?
- მსოფლიო ჩემპიონატამდე ცოტა დროა დარჩენილი და სამწუხაროდ, ჯერ ვერ ვასწრებთ რაიმე კონკრეტული აქციის ორგანიზებას. უბრალოდ, გვინდა, რომ ყველა "ყიჟინატორი" ერთად შევიკრიბოთ და სადმე ვუყუროთ. სამომავლოდ, მაშინ, როცა ჩვენი ბიჭების თამაშები იქნება, გაცილებით ორგანიზებულად ვაპირებთ დასწრებას.
იმედია, მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატზე დავესწრებით და ადგილიდან გავამხნევებთ ჩვენს ბიჭებს. სხვათა შორის, ბევრმა გვკითხა, ვუყიჟინებთ თუ არა სპორტის სხვა სახეობებს, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ მხოლოდ რაგბიზე ვართ გადართულნი.
- უახლოესი გეგმები რა გაქვთ?
- ალბათ, ერთ კვირაში გვექნება ჩვენი ჰიმნი, გავავრცელებთ ახალ-ახალ საიმიჯო ვიდეოებს. ვცდილობთ, რომ ყიჟინასთან ერთად გარკვეული საგულშემატკივრო კულტურაც ჩამოვაყალიბოთ, რადგან რაგბის, სპორტის სხვა სახეობებისაგან განსხვავებით, გულშემატკივრობის ძალიან მაგარი კულტურა აქვს, სადაც არის დაუწერელი წესები, რომელთა დარღვევაც არაფრით არ შეიძლება.
მინდა ყველას, ვინც მონაწილებას იღებს ჩვენთან ერთად, ვინც უკვე მიიღო და სამომავლოდ მიიღებს, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო "ყიჟინატორების" მთელი გუნდის სახელით. ყიჟ!!!
ლადო გოგოლაძე
AMBEBI.GE
რა სისულელეები მოდით ამ ხალხს თავში,
რა ბატებივით ყიყინი,
სხვა ვერაფერი მოიფიქრეთ ?!
იმღერეთ მაინც მოედანზე
მაგალითათ:
მაგ:
,,იბრძოლე ერო ,-ს,!!!
დასაწყისი სტრიფი.
ჰარი-
ჰარალო,
შევძახოთ ჰე-ჰეი -
მებრძოლნო ჰეი-ჰეი,
ქართველნო ჰე-ჰეი
ბრძოლა ღ ი რ ს,ბძოლა ღ ი რ ს ე რ თ ა დ !!!