მილტონ ჰეიგმა "ბორჯღალოსნების" სამატჩო რაზმი დაასახელა

AutoSharing Option
ფოტო: Chris Lishman

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა "ნიუკასლ ფალკონზთან" მატჩისთვის "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა დაასახელა.


"ეს მატჩი გამორჩეული იქნება იმით, რომ შეხვედრაში ყველა მორაგბეს ჩავრთავთ. 80 წუთის განმავლობაში ყველას მიეცემა სათამაშო დრო და მატჩის პირველი ნახევრიდან მეორე ნახევრამდე გუნდი თითქმის მთლიანად შეიცვლება. 9-კვირიანი ვარჯიშის შემდეგ ბიჭებს თამაში მოენატრათ, ამიტომაც მოუთმენლად ველით შეხვედრას", - განაცხადა მილტონ ჰეიგმა.

"ბორჯღალოსნების" სამატჩო რაზმი "ნიუკასლ ფალკონზის" წინააღმდეგ:

15. გიორგი აფციაური, 14. სანდრო თოდუა, 13. დავით კაჭარავა, 12.
თამაზ მჭედლიძე, 11. გიორგი ფრუიძე, 10. ლაშა ხმალაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე

1. ზურა ჟვანია. 2. შალვა მამუკაშვილი, 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. ლევან დათუნაშვილი, 5. გიორგი ჩხაიძე, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. შალვა სუთიაშვილი, 8. მამუკა გორგოძე (კაპ)

მარქაფა: მიხეილ ნარიაშვილი, კარლენ ასეიშვილი, ჯაბა ბრეგვაძე, დავით ზირაქაშვილი, ლევან ჩილაჩავა, კოტე მიქაუტაძე, გიორგი ნემსაძე, ვიტო კოლელიშვილი, ლაშა ლომიძე, გიორგი ბეგაძე, ვაჟა ხუციშვილი, მერაბ კვირიკაშვილი, მერაბ შარიქაძე, გიორგი ტალახაძე, ბექა წიკლაური

შენიშვნა: ნომრები მოცემულია პოზიციების მიხედვით. მოთამაშეებმა შესაძლოა სხვა ნომრის კვართებით ითამაშონ.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული