საქართველო-ახალი ზელანდია: უცხოური მედიის თვალით

AutoSharing Option
2 ოქტომბერს მსოფლიოს თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მესამე შეხვედრას გამართავს. მეტოქე ახალი ზელანდიაა, რომელსაც ისტორიაში პირველად დავუპირისპირდებით.

ამ მატჩის წინათქმა რამდენიმე ცნობილმა გამოცემამ გამოაქვეყნა, გთავაზობთ საინტერესო ფრაზებს:

ESPN
* დროა, ზელანდიამ სიჩქარეები გამოცვალოს.

* პარასკევის მატჩი ორივე გუნდისთვის განსაკუთრებულია, ისინი ერთმანეთს პირველად უპირისპირდებიან. ზელანდიას ჯერ თავისი ძალა სრულყოფილად არ გამოუმჟღავნებია ამ თასზე.

* ქართველთა მთავარი იარაღი შერკინებაა. მართალია, სენსაცია ამ თამაშში გამორიცხულია, მაგრამ ჩვენ "მილენიუმზე" კლასიკურ რაგბის აუცილებლად ვნახავთ.

* ახალი ზელანდია მეტოქეს სერიოზულად უყურებს, ამიტომ საქართველოს საუკეთესო შემადგენლობით დაუპირისპირდება.

* პირველად მსოფლიოს თასის ისტორიაში, საქართველოს ნაკრები მერაბ კვირიკაშვილის გარეშე ითამაშებს.

* საინტერესო იქნება მამუკა გორგოძისა და ჯერომ კაინოს დუელის ნახვა.

* "უნიბეტი" საქართველოს მოგებაზე 66/1 ფსონს ჩამოდის. 13/4 ფსონი, რომ ზელანდია საქართველოს ნულზე მოუგებს.

* ამინდი: ამინდს მნიშვნელობა არ ექნება, "მილენიუმი" გადახურული იქნება. ტემპერატურა 13 გრადუსია ცელსიუსით.

* ჩვენი პროგნოზი: ზელანდიის საუკეთესო მხარე ჯერ არ გვინახავს და ამ შეხვედრაში, ადრე თუ გვიან, ზელანდია საქართველოს მაინც გაანადგურებს. ჰანსენის გუნდი, სულ მცირე, 25 ქულით მოიგებს.

BBC
* საქართველო წინა მატჩთან შედარებით 11 ცვლილებას განახორციელებს, ზელანდია - 10-ს.

* ვინგერ ვაისაკე ნაჰოლოს სამი თვეც არ დასჭირდა მოტეხილი ფეხის მოსარჩენად, ის საქართველოს წინააღმდეგ ითამაშებს. მან ფიჯის ტრადიციების მიხედვით მოირჩინა კოჭი.

International Business Times
* მიუხედავად იმისა, რომ თამაშით მეტოქეს დიდად აღემატებიან, ზელანდიელები "ლელოებს" მაინც უფრთხიან, განსაკუთრებით, მათ მორკინალ მამუკა გორგოძეს, 6-5 ფუტი სიმაღლისა და 260 ფუნტი წონის მოთამაშეს.

* მა'ა ნონუს რომ ეთამაშა, ეს მისი მე-100 კეპი იქნებოდა, ახლა კი მოცდა მოუწევს.

Radio New Zealand
* ზელანდიასთან მატჩზე უფრო მნიშვნელოვანი საქართველოს ნამიბიასთან დაპირისპირებაა და 2019 წლის მსოფლიოს თასის საგზურის მოპოვება.

The Independent
* საქართველოს ნაკრები ჰაკას სანახავად პირველად დადგება მოედანზე.

* საქართველომ 328 შებოჭვა გააკეთა, პირველ ორ ტურში ყველაზე მეტი მსოფლიოს თასზე.

* "კივებმა" მოიგეს მსოფლიოს თასზე ყველა, 26 თამაში.

* საქართველო პროგრესირებადი გუნდია, არგენტინასთან დიდი ანგარიშით მარცხის მიუხედავად. ეს ამ გუნდმა ტონგას ძლევით დაამტკიცა.
მკითხველის კომენტარები / 10 /
Bicheb,saqartvelos arwivebo.
dges tqven ukve gmirebi xart Ra shedehitac arunda damtavrdes es Tamashi.
meamayebit Da eamayebit saqartvelos,qartvel ers.
Tena
16:07 02-10-2015
0
საქართველოს ისეთივე შანსი აქვს ახალ ძელანდიაშთან მოგების, როგორც ქართულ ჯარს რუსულ გარზე გამარჯვების, მიუხედავად იმისა რომ სწორი-სწორზე ანუ 15-15 -ზე ხვდებიან ერთმანეთს. რეალობა არის ეს.
kira
15:09 02-10-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული