"საქართველოსა და რუმინეთის წარმატებამ 6 ერის გადახედვის დისკუსია წარმოშვა"

AutoSharing Option
"რაგბი ევროპა" - ორგანიზაცია, რომელიც ევროპაში რაგბის განვითარებაზეა პასუხისმგებელი, გრძელვადიან მიზანს ისახავს სარაგბო კომერციისა და კომუნიკაციის სტრატეგიის გასავითარებლად.

ეს ხედვა მთლიანად თანხვედრაშია ევროპის რაგბის კავშირების სამომავლო მოლოდინთან და იმ საჭიროებებსა და გამოწვევებს პასუხობს, რაც ევროპული რაგბის სამომავლო გეგმებს ეხება.

ოქტავიან მორაიუ, "რაგბი ევროპის" პრეზიდენტი და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრი, სწორედ ამ გამოწვევებზე საუბრობს:

"მიმდინარე მსოფლიო თასი და მომავალი რიოს ოლიმპიური თამაშები საუკეთესო პერიოდია სპორტის აღმავლობისთვის და სწორედ ამ შესაძლებლობებზე კაპიტალიზებაა საჭირო. ჩვენ ძალიან კარგი ხედვა და სტრატეგია გვაქვს დასახული ამ
კუთხით, რომელიც ევროპული რაგბის პოპულარიზაციასა და მისი შესაძლებლობების და სტანდარტების განვითარებას ეხება.

"მსოფლიო თასზე მეორე ეშელონის გუნდების შედეგებმა, კონკრეტულად კი, საქართველოსა და რუმინეთის წარმატებამ, 6 ერის ტურნირის გადახედვის დისკუსია წარმოშვა. სამწუხაროდ, ამ ქვეყნებს 6 ერის ქვეყნებთან ასპარეზობის საშუალება არ ეძლევათ. ჩვენი მთავარი ამოცანა კი მათი წარმატების გზის განვითარებაზეა ორიენტირებული.

"რაგბი ევროპა მთლიანად უჭერს მხარს 6 ერის ტურნირს, რომელიც დღემდე ევრიპული რაგბის ყველაზე წარმატებულ ტურნირად ითვლება. საკითხი, რომელიც დღის წესრიგში დგას, ნამდვილად კარგ დისკუსიას წარმოშობს ამ სტრუქტურის გარეთ არსებული ქვეყნების ინტეგრაციაზე. და ეს დისკუსიები ნამდვილად კარგად მიმდინარეობს, რომელიც ნათელს ჰფენს ტურნირის სტრუქტურის გარეთ კომერციულ კონკურენტუნარიანობას.

"რაგბი ევროპა, მსოფლიო რაგბთან და ევროპის 48-ვე კავშირთან ერთად, მუშაობას განაგრძობს მეორე და მესამე ეშელონების ქვეყნებთან მიმართებაში 6 ერის მსგავსი ტურნირის სტრუქტურის განვითარებაზე. რაგბი ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ერები - საქართველო, რუმინეთი, გერმანია, პორტუგალია, ესპანეთი და რუსეთი - 6 ერთან ასპარეზობის საშუალების დიდ საჭიროებას განიცდიან, რათა მსგავსი ტიპის კონკურენციამ მათი წარმატება კიდევ უფრო გააძლიეროს. ევროპული რაგბის თემის შეთანხმებული სურვილია, დაისახოს დეტალური სტრატეგია იმისათვის, რომ 6 ერის ჩემპიონატი ერთადერთ ვარიანტად არ განიხილებოდეს ევროპაში საერთაშორისო რაგბის გამოცდილების დასამყარებლად. ეს არის ერთიანი გეგმა ევროპაში კონკურენტუნარიანი რაგბის განსავითარებლად".

წყარო: rugby.ge
მკითხველის კომენტარები / 3 /
საქართველომ დიდი ხანია საბოლოოდ დაამარცხა რუმინეთი და მოუგო "მე 7 ერობის" ბრძოლა, დიდი ხანია ჩამოვტოვეთ რუმინელები მაგრამ მსოფლიო ამაზე თვალს იბრმავებს და დღემდე ერთად მოგვიხსენიებს როგორც ერთი დონის გუნდებს. კიდე კაი რუსეთთან არ გვაიგივებენ მაგაზე ალბათ მადლობა გვაქვს სათქმელი.

ესეიგი, როგორც კი საქართველო რაღაც დიდ წარმატებას მიაღწევს და ახალ სიმაღლეზე ავა - მაგას ეგრევე რუმინეთს და რუსეთს "უნაწილებენ", საქართველოს ნაომარ მოგებებს. ანუ, გვასაღებენ რუმინეთის დონის გუნდად.
0
აბა რუმინელი თავის თანამოძმეებს ხომ არ გამოტოვებს, რაც უნდა ფარჩაკები იყვნენ :)
ბლაჰ
13:01 16-10-2015
0

სიახლეები პოპულარული