ვასილ ლობჟანიძე მსოფლიო რაგბის წლის აღმოჩენის გამოკითხვაში ლიდერობს

AutoSharing Option
მსოფლიო რაგბის ორგანიზაციამ 2015 წლის აღმოჩენის სამი ნომინანტი დაასახელა, რომელთაგან ერთ-ერთი ვასილ ლობჟანიძეა - მსოფლიოს თასების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი.

მის გარდა, ნომინანტები არიან ზელანდიელი ნეე მილნერ-სკადერი და შოტლანდიელი მარკ ბენეტი.

therugbyblog.com-ი აწარმოებს ფანების გამოკითხვას, თუ ამ სამეულიდან ვინ უფრო იმსახურებს წლის აღმოჩენის წოდებას.

უკვე 6 ათასზე მეტმა ფანმა მისცა ხმა და ლობჟანიძე აბსოლუტური უმრავლესობით იგებს, ხმათა 95% მისია. მილნერ-სკადერს ხმა 4%-მა მისცა, ბენეტს - 2-მა.

"მოწადინებული შერკინების ნახევარმცველის დებიუტი ერთა თასზე თებერვალში გერმანიის წინააღმდეგ შედგა. ის მალე გახდა ქვეყნის
ნომერ პირველი ცხრა ნომერი. ტონგასთან მატჩში მან მსოფლიო რაგბის ისტორიაში ჩაწერა თავისი გვარი - 18 წლისა და 340 დღის ასაკში გახდა მსოფლიოს თასების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე.

ლობჟანიძემ ზელანდიისა და ნამიბიის ნაკრებებთანაც ითამაშა და დაეხმარა საქართველოს 2019 წლის მსოფლიოს თასის საგზურის მოპოვებაში.

არადა, სულ რაღაც 4 თვის წინათ ის საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს პირველი ტროფეის მოპოვებაში დაეხმარა", - წერს საიტი.

წლის აღმოჩენაზე ხმის მიცემა ამ მისამართზე შეგიძლიათ.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ვაჟა ჯერ აბუს გაუტოლდეს მერე წინსვლაც იქნება ჯერ ზე რაგბს ტვინში ნუ აუგდებ ხო იცი რამდენი წლისაა
pako
11:35 03-11-2015
0
ბოლოს და ბოლოს, არ გვეტყვით, ვინ გახდა წლის აღმოჩენა ოფიციალურად?
ნოდარი
09:39 03-11-2015
0

სიახლეები პოპულარული