"ბორჯღალოსნები" შოტლანდიის ნაკრებს 26 ნოემბერს დაუპირისპირდებიან

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2016 წლის 26 ნოემბერს სტუმრად შოტლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

ამის შესახებ ინფორმაცია სრკ-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

2011 წლის მსოფლიო თასის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველო შოტლანდიას ეთამაშება. ნოემბრის ტესტ-სერიის ბოლო მატჩში "ბორჯღალოსნები" შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებს, სავარაუდოდ, სარაგბო სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ "ბითი მარიფილდზე" შეხვდებიან.

შოტლანდიის რაგბის კავშირის აღმასრულებელმა ოფიცერმა დომინიკ მაქეის განაცხადა:

"გვიხარია, რომ ნოემბერში ძალიან საინტერესო მატჩები გველის - ავსტრალიისა და არგენტინის წინააღმდეგ, ხოლო სერიის ბოლო ისტორიულ მატჩში შოტლანდიაში საქართველო გვესტუმრება.

საქართველომ 2015 წლის მსოფლიო თასზე
არნახულად იასპარეზა, რითაც ათასობით ახალი ქომაგი შეიძინა. ტონგისა და ნამიბიის ძლევით საუკეთესო 12-ეულში შევიდა და 2019 წლის მსოფლიო თასზე ავტომატურად გავიდა. დარწმუნებული ვარ, რომ მათ ამ ისტორიულ ტესტზე საკადრისად ვუმასპინძლებთ".

მეტი მატჩი პირველი დონის ქვეყნების წინააღმდეგ - ეს არის ქართული რაგბის შემდგომი განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობა. 2013 წელს არგენტინისა და 2014-ში ირლანდიის შემდეგ შოტლანდია რიგით მესამე პირველი დონის გუნდია, რომელსაც მსოფლიო თასის გარეთ "ბორჯღალოსნები" ხვდებიან.

მილტონ ჰეიგი ძველ მეგობარს ერკინება - "ეს ფანტასტიკური შესაძლებლობაა საქართველოს ნაკრებისთვის, ისეთ მეტოქეს ვეთამაშოთ, როგორიც შოტლანდიაა, განსაკუთრებით კი, ისეთ საოცარ სტადიონზე, როგორიც "მარიფილდია"! მადლობას ვუხდით შოტლანდიის რაგბის კავშირს 2016 წლის ნოემბრის ტესტებზე ჩვენი მასპინძლობისთვის, რადგან ასეთი მატჩები უპირატესად ხელს უწყობს ჩვენი რაგბის განვითარებას.

გარდა ამისა, ეს ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მომიწევს ჩემი მეგობრის, ვერნ ქოთერის მეტოქეობა, ვისთან ერთადაც თავის დროზე სამწვრთნელო კარიერა დავიწყე".

ამრიგად, ნოემბრის ტესტების ბოლო მეტოქე ცნობილია, ხოლო, თუ ვინ და სად ეთამაშება "ბორჯღალოსნებს" 12 და 19 ნოემბერს, უახლოეს მომავალში გაირკვევა.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
უცნობო ქართველო-giga -შენი ჭირი მე!უვიზობა გვეღირსება სულ მალე .... ,და ეხლაც კი,თუ შენგენის ვიზით ხარ შემოსული ნებისმიერ ევრო ქვეყანაში სულ ადცილია,ცალკე ვიზების მქონე დიდ ბრიტანეთში თუ ირლანდიაში სრუტის გვირაბით გადმოსვლა ლეგალურად.მე კი მარიფილდზე საშვი მაქვს,რად გან ჩემი უნივერსიტეტის-მარიფილდის ერთსახელოვანი სტადიონია და კამფუსიდან ,ჩემგან სულ ერთ მილშია.ბორჯღალოსნებმა კი თავიანთი ვაჟკაცური,შეუდრეკელი თამაშით,ჭეშმარიტ ქართველებად გვაგრძნობინეს თავი ყველას ვინც ამ ალფავიტზე უბნობს,ძლიერ ქართველებად წარგვადგენენ მსოფლიოში,სადაც არ უნდა ვიყვეთ,ამჟამად.
Edinburgi
17:12 18-12-2015
0
უვიზო მიმოსვლა (ეგეც საკითხავია თუ მოგცენ) შეიძლება მოგცენ შენგენის ქვეყნებზე და ბრიტანეთი მანდ არ შედის და მაინც მოგიწევს მისი ვიზისთვის ჩალიჩი.
giga
16:11 18-12-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული