რაგბი ევროპა 2016: ვინ უმსაჯებს "ბორჯღალოსნებს" სოჭში რუსეთთან?

AutoSharing Option
ერთა თასის გათამაშების მეორე წრის დაწყებამდე ზუსტად ერთი თვე დარჩა. ჩვენი ეროვნული ნაკრები მეორე წრის პირველ მატჩს 6 თებერვალს, სავარაუდოდ, ავჭალის სარაგბო სტადიონზე გამართავს. მეტოქე გერმანიის ნაკრები იქნება.

პირველ წრეში "ბორჯღალოსნებმა", როგორც მოსალოდნელი იყო, ხუთი მატჩიდან ხუთივე მოიგეს და გათამაშებას დამაჯერებლად ლიდერობენ. საქართველოს ნაკრები უახლოეს მდევარს, რუმინეთის ეროვნულ გუნდს, რომელსაც ორი წაგება აქვს, ექვსი ქულით უსწრებს.

უკვე გარკვეულია თითქმის ყველა მატჩის არბიტრის ვინაობა. დასადგენია მხოლოდ რუსეთთან დაპირისპირების რეფერის გვარი. ის ინგლისელი იქნება, მაგრამ ვინ, ჯერ ცნობილი არაა. რუსეთის ნაკრებთან მატჩი
12 მარტს სოჭში გაიმართება.

თბილისში გერმანელებთან ბელგიელი მაქსიმ ბურლე იმსაჯებს, რომლისთვისაც ამ დონეზე არბიტრობა დებიუტი იქნება. 13 თებერვალს ლისაბონში ჩვენი გუნდის პორტუგალიის ნაკრებთან დაპირისპირებას უელსელი იან დევისი განსჯის. ორი კვირის თავზე, თბილისში, ესპანეთის ნაკრებთან თემიდას მსახური კიდევ ერთი უელსელი, ბენ ვაითჰაუზი იქნება.

ბოლო შეხვედრაში, 19 მარტს, თბილისში რუმინეთის ნაკრებთან ფრანგი ტუალ ტრანინი იმსაჯებს.

საქართველოს ნაკრები, სავარაუდოდ, გათამაშების დაწყებამდე ერთი კვირით ადრე შეიკრიბება.

რაგბი ევროპა 2016
6 თებერვალი
საქართველო-გერმანია

13 თებერვალი
პორტუგალია-საქართველო

27 თებერვალი
საქართველო-ესპანეთი

12 მარტი
რუსეთი-საქართველო

19 მარტი
საქართველო-რუმინეთი

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ პ
1. საქართველო 5 5 0 0 +116 21 (1)
2. რუმინეთი 5 3 0 2 +41 15 (3)
3. ესპანეთი 5 3 0 2 +32 14 (2)
4. რუსეთი 5 3 0 2 -16 13 (1)
5. პორტუგალია 5 1 0 4 -48 5 (1)
6. გერმანია 5 0 0 5 -128 1 (1)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
მსოფლიოს საგზური დაბევებული გვაქვს
,ამიტომ არამგონია გორგოძე,ზირაქა,( ისედაც წავიდა ნაკრებიდან) და სხვა გუნდის ლიდერები ჰეიგმა გამოიძახოს.ვფიქრობ,რომ გასვლაზე პორტუგალიასთან ასე თუ ისე გაგვიჭირდება,რადგან ამ გუნდთან სულ გვიჭირს მოგება გავიხსენოთ თუნდაც შარშანდელი მძიმე გამარჯვება
irakli arqania
00:11 07-01-2016
0
ამ გათამაშებამ რო ჩვენი გუნდისთვის აზრი დაკარგა ფაქტია ეხლა იმაზე იზრუნინ ქუთაისში ჩაატარონ თამაში თუ ამაზე არავის უფიქრია ბატონო გია ამ შემთხვევაში ვინ ჩაიჭრა
guka
19:34 06-01-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული