ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, რომელსაც "თიბისი ბანკის" ხელმძღვანელობა, რაგბის კავშირის ადმინისტრაცია, მორაგბეები და მედია დაესწრნენ.
მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, "თიბისი ბანკი" საქართველოს რაგბის კავშირის, რაგბის ეროვნული ნაკრების, საქართველოს რაგბის ყველა ასაკობრივი ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი ხდება. ასევე, "თიბისი ბანკი" ეროვნული შვიდკაცა ნაკრების ერთ-ერთი ძირითადი პარტნიორი იქნება.
შეგახსენებთ, რომ აქამდე "ბორჯღალოსნების" გენერალური სპონსორი VTB ბანკი იყო.
გრძელვადიანი თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები "რაგბი ევროპის" წლევანდელი
საქართველოს რაგბის კავშირისა და "თიბისი ბანკის" თანამშრომლობის მთავარი მიზანია, ქართულ საზოგადოებაში დაინერგოს რაგბი და სარაგბო ღირებულებები, რაგბი გახდეს ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილი და გაძლიერდეს მისი პოპულარიზაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.
ფოტოს ავტორი: რეზი ყენია