ჟურნალისტი მაიკლ ეილვინი მოგვითხრობს იმაზე, თუ, როგორ არ უშვებენ ევროპული რაგბის ელიტაში სწრაფად განვითარებად სარაგბო ერს:
"რაგბის ყველაზე დიდ ფორუმზე - მსოფლიოს თასზე, ისინი ყოველთვის გვახსენებენ თავს, მაგრამ "ექვსი ერის" ხელმძღვანელობას კვლავ ის ადარდებს, როგორ წარმოჩინდებიან ევროპული ელიტის "გადაღლილი" ნაკრებები "ექვს ერზე".
თუ ვინმეს გასული შემოდგომიდან სიახლის ინტერესი შემორჩენია, აღმოსავლეთ ევროპას, თბილისს უნდა მიაშუროს, უფრო ზუსტად კი მის ჩრდილო გარეუბან ავჭალას.
საქართველოს ნაკრები, მსოფლიოს თასის
სტადიონი გაივსება, მაგრამ იქ სულ 3 ათასი სკამია და საქართველო აუცილებლად დიდი ანგარიშით მოიგებს.
სულ ახლახან ქართველებს ტაშს მთელი მსოფლიო უკრავდა და ამის შემდეგ შესაძლოა, მათ ჩათვალონ, რომ დიდ ღონისძიებაზე, დილითვე კარზე მიუთითეს.
თუმცა ქართველები არ ტყდებიან: "აქ ნაღდი ბრძოლები იმართება, რაგბი საქართველოს ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობაა", - ამტკიცებს საქართველოს ნაკრების ზელანდიელი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი.
ამ განცხადებას მაინც კარგი ტესტი სჭირდება, ავჭალის სტადიონი საამისოდ არ გამოდგება, მაგრამ მერე საქართველო ესპანეთს 27-ათასიან "ლოკომოტივზე" მასპინძლობს, ხოლო რუმინეთს - 55-ათასიან "დინამო არენაზე".
ქართველები დაბადებულნი არიან რაგბის სათამაშოდ, გენეტიკურად და კულტურულად. სპორტის ეს სახეობა მათთან სრულ იდილიაშია, იმის მიუხედავად, რომ ერს ეკონომიკურად უჭირს.
ისინი არიან ევროპული რაგბისთვის, როგორც წყნარი ოკეანის კუნძულელები ზელანდიისა და ავსტრალიისთვის.
"ეს იყო პირველი, რაც აქ ჩამოსვლისას შევამჩნიე. ვარჯიშებზე ეს ბიჭები საოცარ რამეებს აკეთებენ. მაშინვე მივხვდით, რომ მათ სჭირდებოდათ პასის კულტურის დახვეწა. აქედან კი უკვე იწყება რაგბის, როგორც თამაშის უკეთ გაგება, სწორი გადაწყვეტილებების მიღება მაშინ, როცა ზეწოლაა.
პრინციპში, ქართველები არიან წყნარი ოკეანის კუნძულელი ბიჭები აღმოსავლეთ ევროპაში", - აცხადებს ჰეიგი.
ქართველები დიდი ხანია, ამარაგებენ მრისხანე მორკინალებით ფრანგულ საკლუბო რაგბის. ჰეიგის გუნდმა დიდ პროგრესს მიაღწია ბოლო მსოფლიოს თასზე. საკლუბო რაგბი საქართველოში სანახევროდ პროფესიონალურია. ჰეიგს აქვს საშუალება კვირაში ორჯერ საქართველოში მოთამაშე ბიჭებთან იმუშაოს.
"აქაური ბიჭების ოსტატობა მგონი, "ფრანგებისაზე" მეტად დაიხვეწა, რადგან ჩვენ უფრო მეტს ვმუშაობთ ერთად", - აცხადებს ზელანდიელი მწვრთნელი.
პროგრესი უფრო კარგად იგრძნობა ახალგაზრდულ დონეზე. საქართველომ შარშან მსოფლიოს ტროფეი მოიგო და წლეულს სამოას შეცვლის მსოფლიოს თასზე. იცით, ალბათ, რომ ინგლისში კარგად თამაშით დიდების გუნდმა უკვე დაიბევა 2019 წლის მსოფლიოს თასის საგზური.
ამან კი ერთი დიდი პრობლემა შექმნა - ვინ ეთამაშება მათ?
საქართველოს ნაკრებისთვის 3 წლის განმავლობაში არ იქნება თუნდაც ერთი საკვალიფიკაციო შეხვედრა. რაგბი ევროპა მათ ნოემბრის ტესტებით დაეხმარება - წლეულს შოტლანდია უმასპინძლებს საქართველოს.
მსოფლიოს თასის ბოლოს რაგბი ევროპის პრეზიდენტმა ოქტავიან მორარიუმ მოუწოდა "ექვსი ერის" ქვეყნებს, ეთამაშონ ხშირად საქართველოსა და რუმინეთს, სურთ მათ ეს თუ არა.
"ექვსი ერი" არ აპირებს არც გუნდების რაოდენობის გაზრდას, არც გავარდნა-შემოსვლის პრინციპის შემოღებას. ამის შესახებ უკვე განაცხადა "ექვსი ერის" შეფმა ჯონ ფიენმა.
"ჩვენი დანიშნულება სულაც არ არის საქართველოსა და რუმინეთში რაგბის განვითარება", - აცხადებს იგი.
ეკონომიკურად "ექვსი ერი" მძლავრია, იმის მიუხედავად, რომ მათი გუნდები მსოფლიოს თასზე ცუდად გამოვიდნენ. თუმცა ასეთი მოქმედება სპორტს სახელს უფუჭებს და წინააღმდეგობაში მოდის მსოფლიო რაგბის მიზანთან - მთელ მსოფლიოში რაგბის განვითარებასთან.
მორარიუ ამბობს: "ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ "ექვსი ერი" მაინც კომერციული ტურნირია. ამიტომ ჩვენ რაგბი ევროპის ჩემპიონატი უნდა ავიყვანოთ მაღალ დონეზე. გერმანია დიდი ბაზარია, ასევე პოლონეთი, რომლის რაგბისაც ტრადიციები აქვს", - ამბობს რუმინელი.
ასევე დიდი ბაზარია მისი რუმინეთი, სადაც 20 მილიონი ადამიანი ცხოვრობს - მეტი, ვიდრე შოტლანდიაში, ირლანდიაში და უელსში ერთად. საქართველო 4-მილიონიანია, როგორც ახალი ზელანდია. რუმინეთსა და საქართველოს ლამაზი დედაქალაქები აქვთ, დიდი და კარგი სტადიონებით.
ახალგაზრდა, ნიჭიერი ერის დაბლოკვით, რაგბი ჩიხში შედის. გავიხსენოთ, რა სიმაღლეებს მიაღწია არგენტინულმა რაგბიმ. საქართველოს კი ხანგრძლივი ბრძოლა ელის, რათა მსოფლიოში ყველაზე ძველი შეჯიბრების კარი გაიღოს და ეს მხოლოდ მინდორზე მეტოქის წინააღმდეგ ბრძოლა არ გეგონოთ.
დიახ, ისინი ევროპის კუნძულელები არიან".