2016 წლის საერთაშორისო სეზონის პირველ მატჩამდე ერთი დღით ადრე მეტოქეებმა ტრადიციული კაპიტნის ვარჯიში ჩაატარეს, ვარჯიშებს შორის კი გუნდების კაპიტნებმა და მწვრთნელებმა წინა სამატჩო პრესკონფერენცია გამართეს.
საქართველოს ნაკრები:
უკანა ხაზი: 15 ბექა წიკლაური, 14 გიორგი ფრუიძე, 13
შერკინება: 1 მიხეილ ნარიაშვილი, 2 შალვა მამუკაშვილი, 3 ანტონ ფეიქრიშვილი, 4 გიორგი ჩხაიძე, 5 გიორგი ნემსაძე, 6
შალვა სუთიაშვილი (კაპ), 7 გიორგი თხილაიშვილი, 8 ბექა გორგაძე.
სათადარიგოები: 23 გიორგი აფციაური, 22 რევაზ ჯინჭველაშვილი, 21 გიორგი ბეგაძე, 16 ზურაბ ჟვანია, 17 კახა ასიეშვილი, 18 გიორგი მელიქიძე, 19 ლაშა ლომიძე, 20 საბა შუბითიძე.
დღესვე "რაგბი ევროპაზე" ითამაშებენ რუსეთი-ესპანეთი და რუმინეთი-პორტუგალია.
რაც შეეხება "ბორჯღალოსნების" მატჩების განრიგს წლევანდელ ტურნირზე, საქართველოს ნაკრები შინ ორ მატჩს ესპანეთსა (27 თებერვალი) და რუმინეთთან (19 მარტს) ჩაატარებს, სტუმრად კი პორტუგალიასა (13 თებერვლას) და რუსეთს (12 მარტს) დაუპირისპირდება.