"მიზნად მეტოქის წნეხის ქვეშ მოქცევა გვქონდა დასახული და მიუხედავად იმისა, რომ პირველ 15 წუთში ბევრი შეცდომა დავუშვით, ეს მაინც მოვახერხეთ.
ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები გვყავს და ადრინდელ ნათქვამს კვლავ გავიმეორებ - ჩვენი რაგბის მომავალი საიმედო ხელშია!
ამის გარდა, გუნდის ლიდერებსაც გამოვარჩევ. ზოგადად, იდეალურია მოდელი, როდესაც გუნდში ახალი ტალანტები ასაკიან
დიდი იმედი მაქვს, რომ ტრავმირებული მორაგბეები პორტუგალიასთან შემოგვიერთდებიან".
შეხვედრა შეაფასა "ბორჯღალოსანთა" კაპიტანმა შალვა სუთიაშვილმაც.
"გერმანიის სისუსტეზე ლაპარაკი არ მსურს, თუმცა ზელანდიის შემდეგ გერმანიასთან მოტივირება ცოტა რთულია. ამიტომ მოხდა, რომ გონს ოდნავ გვიან მოვეგეთ.
ვფიქრობ, რომ პორტუგალიასთან უკეთ ვითამაშებთ - დღევანდელი ხარვეზების გამოსწორებაზე აუცილებლად ვიმუშავებთ".
შეგახსენებთ, რომ "რაგბი ევროპის" მომდევნო შეხვედრას ბორჯღალოსნები 13 თებერვალს ლისაბონში, პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.