კოკი თხილაიშვილს, სავარაუდოდ, 6 კვირა გაუცდება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და კლუბ "ბათუმის" მორაგბე კოკი თხილაშვილი დაახლოებით 6 კვირა ვერ ითამაშებს.

ამის შესახებ ინფორმაცია რაგბის კავშირის ოფიციალური გვერდმა გაავრცელა. წყაროს ცნობით თხილაშვილისთვის კვლევის ჩატარებამდე 2-3 დღეა საჭირო, ნაკრების სამედიცინო შტაბის განცხადებით კი, სავარაუდოდ, მკურნალობა-რეაბილიტაცია 6 კვირას გასტანს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 27 თებერვალს, ევროპის ერთა თასის გათამაშების მესამე ტურში, სადაც "ბორჯღალოსნებმა" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ესპანეთის მორაგბეთა ნაკრებს უმასპინძლეს, "ბორჯღალოსანთა‬" და რაგბის კლუბ "ბათუმის" მესამეხაზელმა კოკი თხილაიშვილმა ბარძაყის უკანა ჯგუფის კუნთების დაზიანება მიიღო.

"ბორჯღალოსნებმა" კი ესპანეთის ნაკრების ანგარიშით 38:7
დაამარცხეს და ტურნირს 100-პროცენტიანი შედეგით ლიდერობენ.

ასევე იხილეთ:

საქართველო-ესპანეთი 38:7 - "ბორჯღალოსნების" გამარჯვება ბონუს-ქულით [VIDEO+PHOTO]
"ეს მუხტი სოჭში მიგვაქვს რუსეთთან სათამაშოდ"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული