დღეს, 7 მარტს, "ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა გუნდი "შევარდენზე" შეკრიბა.
"ბორჯღალოსნების" გაფართოებული რაზმი რუსეთისთვის:
შეკრება
"ბორჯღალოსნებმა" რუსეთისთვის მზადება დღეს, ტრადიციულად, "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე დაიწყეს. ნაკრები შეკრებას პარასკევს დაასრულებს და სოჭში გაემგზავრება. მე-4 ტურში ტრავმების გამო დუდუ ქუბრიაშვილი, მერაბ შარიქაძე და გიორგი
თხილაიშვილი არ გვეყოლება. ქუბრიაშვილს მხრის ძველი ტრავმა გაუმიზეზდა და სამწვრთნელო შტაბმა მისი დასვენება გადაწყვიტა. შარიქაძე კოჭ-წვივის ტრავმას იშუშებს, რათა რუმინეთისთვის მწყობრში იყოს, ხოლო სამედიცინო შტაბის დასკვნით, საქართველო-ესპანეთის მატჩში ბარძაყის უკანა კუნთების დაზიანების გამო თხილაიშვილის რეაბილიტაცია 2 თვეს გასტანს.
წლევანდელ სეზონში შეკრებაზე პირველად გამოჩნდებიან კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი, საფრანგეთი) და ჯაბა ბრეგვაძე (ვუსთერი, ინგლისი), ხოლო მამუკა გორგოძე და ლევან ჩილაჩავა ნაკრებს, სავარაუდოდ, რუმინეთისთვის შეუერთდებიან.
ურთიერთშეხვედრების ისტორია
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით