"ბორჯღალოსნები" რუსეთისთვის მზადებას შეუდგნენ

AutoSharing Option
12 მარტს, ევროპის ერთა თასის მე-4 ტურის მატჩში, "ბორჯღალოსნები" სოჭში რუსეთის ნაკრებს შეერკინებიან. რუსეთი-საქართველოს მე-20 რკენა თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება, რომლის პირდაპირ რეპორტაჟსაც საქართველოს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი შემოგვთავაზებს. მატჩის რადიორეპორტაჟი კი იწარმოებს FM 102, 4-სა და FM 100,9-ზე.

დღეს, 7 მარტს, "ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა გუნდი "შევარდენზე" შეკრიბა.

"ბორჯღალოსნების" გაფართოებული რაზმი რუსეთისთვის:
Sportall.Ge
Sportall.Ge

შეკრება
"ბორჯღალოსნებმა" რუსეთისთვის მზადება დღეს, ტრადიციულად, "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე დაიწყეს. ნაკრები შეკრებას პარასკევს დაასრულებს და სოჭში გაემგზავრება. მე-4 ტურში ტრავმების გამო დუდუ ქუბრიაშვილი, მერაბ შარიქაძე და გიორგი
თხილაიშვილი
არ გვეყოლება. ქუბრიაშვილს მხრის ძველი ტრავმა გაუმიზეზდა და სამწვრთნელო შტაბმა მისი დასვენება გადაწყვიტა. შარიქაძე კოჭ-წვივის ტრავმას იშუშებს, რათა რუმინეთისთვის მწყობრში იყოს, ხოლო სამედიცინო შტაბის დასკვნით, საქართველო-ესპანეთის მატჩში ბარძაყის უკანა კუნთების დაზიანების გამო თხილაიშვილის რეაბილიტაცია 2 თვეს გასტანს.

წლევანდელ სეზონში შეკრებაზე პირველად გამოჩნდებიან კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი, საფრანგეთი) და ჯაბა ბრეგვაძე (ვუსთერი, ინგლისი), ხოლო მამუკა გორგოძე და ლევან ჩილაჩავა ნაკრებს, სავარაუდოდ, რუმინეთისთვის შეუერთდებიან.

ურთიერთშეხვედრების ისტორია
საქართველო და რუსეთი ერთმანეთს ამ შაბათს მეოცეჯერ შეერკინებიან. ბალანსი "ბორჯღალოსნების" სასარგებლოდაა - 17 გამარჯვება, 1 წაგება და 1 ფრე, ბურთები 476:224, ლელოები 52/13. სოჭი მეზობელთა შერკინებას მესამედ მასპინძლობს. 2011 წელს 15:9 გავიმარჯვეთ, 2013 წელს კი 23:9 დავამარცხეთ "დათვები".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 5 /
ყველაზე მაგარი ბიჭები
vaxo
22:34 07-03-2016
0
ცუდია, რომ გორგოძე არ გვეყოლება; არა უშავს 4 ლელოთი ნუ მოვიგებთ
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული