მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უკვე დღეიდან, 8 მარტიდან დაიწყო. ბილეთების შეძენა ჯერჯერობით ინტერნეტში, ვებგვერდ BILETEBI.GE-ზეა შესაძლებელი, 14 მარტიდან კი ბილეთები "დინამოს" სალაროებშიც გაიყიდება.
მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასი 3 და 5 ლარს შეადგენს.
როგორ შევიძინოთ ბილეთი
1. შებრძანდით გვერდზე BILETEBI.GE;2. თუ ჯერ არ ხართ რეგისტრირებული, დარეგისტრირდით გვერდზე;
3. ვირჩევთ ღონისძიებას "რაგბი: საქართველო - რუმინეთი" და ვაჭერთ ღილაკს "ბილეთები";
4. ვირჩევთ სასურველ სექტორს და ვნიშნავთ ადგილებს. ვაჭერთ ღილაკს
5. დამატებითი სერვისების გვერდზე ვაჭერთ "შემდეგს";
6. ვირჩევთ გადახდის მეთოდს და მის გასწვრივ ვაჭერთ გადახდის ღილაკს;
7. შეგვყავს ბარათის მონაცემები და წარმატებული გადახდის შემთხვევაში ეკრანზე გამოჩნდება ელექტრონული ბილეთი, რომელიც უნდა ამოვბეჭდოთ და მივიტანოთ სტადიონის შესასვლელში. სტადიონის ტურნიკეტთან ვუშვერთ ბილეთზე დატანილ QR კოდს ტურნიკეტის წამკითხავს ქვედა მხრიდან.
გაითვალისწინეთ შემდეგი ინფორმაცია:
1. თითო ბილეთი იძლევა სტადიონზე ერთჯერადი შესვლის უფლებას. გამოყენებული ბილეთის ტუნკეტზე ხელახლა გამოყენების მცდელობისას ტურნიკეტი იბლოკება.2.არ მისცეთ ბილეთზე დატანილი QR კოდის სკანირების ან გადაღების საშუალება უცხო პირებს.
3. ბილეთის სალაროში ყიდვის შემთხვევაში გაითვალისწინეთ, რომ ბილეთი დაბეჭდილია თერმულ ქაღალდზე და შავდება თერმული დამუშავებისას, მაგალითად, გაუთოების შემთხვევაში.
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით