11:14 11-03-2016
რატომ არ გვეყოლება მამუკა გორგოძე რუსეთთან [VIDEO]
AutoSharing Option
"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, გუშინ, 11 მარტს, გავრცელდა მცდარი ინფორმაცია, თითქოს გორგოძე კლუბის ინტერესებს ნაკრებისაზე უფრო წინ აყენებს, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.
"მითქმა-მოთქმა, თითქოს რუსეთთან მატჩისთვის არ ჩამოვიდა, უარი თქვა და რაღაცა, ინფორმაცია მომდის, რომ ხალხი ძალიან გაბრაზებულია. მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ საქართველოს რაგბის კავშირსა და კლუბს შორის შეთანხმება იყო, რომ მე არ მაქვს იმ შეხვედრებზე წამოსვლის უფლება, რომლებიც გუნდის მატჩებს დაემთხვევა.
არასდროს მითქვამს საქართველოს ნაკრებზე უარი და მსგავს რაღაცებს მოეშვან. ეს ლამაზი არ არის. 11 წელია ნაკრებში ვთამაშობ და უკვე გამიცნეს, როგორი პიროვნებაც ვარ და ამაზე საუბარი ზედმეტია", - განაცხადა გორგოძემ "რუსთავი 2"-თან.
შეგახსენებთ, რომ 12 მარტს სოჭში, ევროპის ერთა თასი 2016-ის ფარგლებში, საქართველო რუსეთის ნაკრებს შეხვდება.
- "ბორჯღალოსნების" ღია ვარჯიში და სამატჩო რაზმი რუსეთთან შეხვედრისთვის [VIDEO]
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული
მაინც არ ვენდობი ამათ
ვუახლოვდებით იმ კონდიციებს, როდესაც ერთა თასს ტოპ მორაგბეების გარეშე, მე-2 / მე-3 შემადგენლობით მოვიგებთ