11:14 11-03-2016
რატომ არ გვეყოლება მამუკა გორგოძე რუსეთთან [VIDEO]
AutoSharing Option
"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, გუშინ, 11 მარტს, გავრცელდა მცდარი ინფორმაცია, თითქოს გორგოძე კლუბის ინტერესებს ნაკრებისაზე უფრო წინ აყენებს, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.
"მითქმა-მოთქმა, თითქოს რუსეთთან მატჩისთვის არ ჩამოვიდა, უარი თქვა და რაღაცა, ინფორმაცია მომდის, რომ ხალხი ძალიან გაბრაზებულია. მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ საქართველოს რაგბის კავშირსა და კლუბს შორის შეთანხმება იყო, რომ მე არ მაქვს იმ შეხვედრებზე წამოსვლის უფლება, რომლებიც გუნდის მატჩებს დაემთხვევა.
არასდროს მითქვამს საქართველოს ნაკრებზე უარი და მსგავს რაღაცებს მოეშვან. ეს ლამაზი არ არის. 11 წელია ნაკრებში ვთამაშობ და უკვე გამიცნეს, როგორი პიროვნებაც ვარ და ამაზე საუბარი ზედმეტია", - განაცხადა გორგოძემ "რუსთავი 2"-თან.
შეგახსენებთ, რომ 12 მარტს სოჭში, ევროპის ერთა თასი 2016-ის ფარგლებში, საქართველო რუსეთის ნაკრებს შეხვდება.
- "ბორჯღალოსნების" ღია ვარჯიში და სამატჩო რაზმი რუსეთთან შეხვედრისთვის [VIDEO]
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული
ტ
მჯერა, რუსეთთანაც იქნებოდა მამუკა, მაგრამ ყველამ ვნახეთ, რომ წელს რუსეთის ნაკრები ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე სუსტად გამოიყურება.
ამ დროს ჩვენი უპირველესი ვარსკვლავის სოჭში ჩაყვანა ნამეტანი დიდი პატივისცემა გამოვიდოდა რუსებისათვის.
ასეთ კონტრაქტს. უფრო ძვირად რომ გაყიდულიყოო!? თუ სახვეწნად ჰქონდათ ქართველებს საქმე ფრანგებთან. აქ რაღაც ძაღლის თავია დამარხული და ამ ცუდ საქმეში რაგბის კავშირიც და თვით გორგოძეც ცოდავს უეჭველი. გორგოძე, შენ ქართველმა ხალხმა საქართველოს ნაკრებიდან შეგიყვარა. ....
მის პატრიოტიზმში კიდე თუ ვინმეს ეჭვი ეპარება და მის ამ ნაბიჯს სხვანაირად აფასებს ვაი იმის პატრონს...
ვფიქრობ რომ თუ ფეხბურთელებს და კალათბურთელებს მსგავს შემთხვევაში ვაკრიტიკებთ, არც მორაგბეებს უნდა ედოთ ტაბუ
ჯერ ერთი ისაა კარგი, რომ ახალგაზრდებს მიეცემათ თავის გამოჩენის საშუალება და გუნდი უფრო გაიზრდება თორე მამუკა რა ძალაცაა ყველამ ვიცით და რა გულის კაციცაა ისიც. ამიტომ ცრუ პატრიოტიზმს მოვეშვათ და ნურავის გადავახტებით. რუსეთის მსგავსი ფარჩაკი გუნდების დასამარცხებლად მამუკა გორგოძე არ უნდა დაგვჭირდეს და ამერიკა-კანადასთან გორგოძის გარეშე ნამდვილად გაგვიჭირდება.
მამუ მაგარი ხარ და ყველას გვიყვარხარ! ნუ მიაქცევ ნურაფერს ყურადღებას, შენ არაფერი დასამტკიცებელი ქვეყნისთვის არ გაქვს, კაცური კაცი ხარ!!