რუსეთი-საქართველო: მატჩამდე 24 საათით ადრე

AutoSharing Option
დღეს, 11 მარტს გამთენიას "ბორჯღალოსნები" სოჭში გაემგზავრნენ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი-საქართველოს ურთიერთშეხვედრების ისტორიაში მე-20 რკენა ხვალ, 12 მარტს, საქართველოს დროით 16 საათზე დაიწყება, რომლის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟის მოსმენა შესაძლებელია შემდეგ რადიო სადგურებზე: FM 102, 4 და FM 100,9.

10 მარტს სამწვრთნელო შტაბმა "ბორჯღალოსანთა" სამატჩო რაზმი დაასახელა.

"ბორჯღალოსნების" ღია ვარჯიში და სამატჩო რაზმი რუსეთთან შეხვედრისთვის [VIDEO]

10 მარტს შემადგენლობის დასახელების შემდეგ "ბორჯღალოსნების" ყველა ქომაგები სვამდნენ შემდეგ კითხვას - რაგბი ევროპის ჩემპიონატის წლევანდელ სეზონში სამწვრთნელო შტაბმა რატომ
არ უხმო მამუკა გორგოძეს, ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძეს. რუსეთთან სათამაშოდ ასევე არაა გამოძახებული მიხეილ ნარიშვილი.

- რატომ არ გვეყოლება მამუკა გორგოძე რუსეთთან [VIDEO]

გაცნობებთ, რომ ჯერ არასდროს ყოფილა შემთხვევა, ზემოაღნიშნულ რომელიმე "ბორჯღალოსანს" ნაკრებში გამოძახებაზე უარი ეთქვას და კლუბის ინტერესები უფრო წინ დაეყენებინათ. ეს მორაგბეები უდავოდ არიან ეროვნული ნაკრების ლიდერები, თუმცა ამ კონკრეტული თამაშისთვის სამწვრთნელო შტაბმა გადაწყვიტა სხვა მოთამაშეებისათვის მიეცა სათამაშო დრო და თავის გამოჩენის შესაძლებლობა. აღსანიშნავია, რომ კონსტანტინე მიქაუტაძე ნაკრებთან ერთადაა და ემზადება რუსეთის წინააღმდეგ გასამართი მატჩისათვის.

ასევე გაცნობებთ, რომ 19 მარტს, რუმინეთის წინააღმდეგ გასამართი მატჩისათვის უკვე გამოძახებულნი არიან გორგოძე, მიქაუტაძე და ჩილაჩავა, რათა ტურნირის დამაგვირგვინებელ და ყველაზე მნიშვნელოვან მატჩში, რომელიც "დინამო არენაზე" გაიმართება, "ბორჯღალოსნები" უძლიერესი შემადგენლობით დახვდნენ "რუმინელ მუხებს".

"წლევანდელი რაგბი ევროპის სეზონი საკმაოდ სათუთად იმგვარად დავგეგმეთ, რომ 2015 წლის მსოფლიო თასზე აღებული ტემპი და სტანდარტი შეგვენარჩუნებინა და ამავდროულად ჩვენთვის საინტერესო მორაგბეებისათვის სათამაშო დრო მიგვეცა. გარდა ამისა გადავწყვიტეთ საფრანგეთში მოთამაშე რამდენიმე "ბორჯღალოსანისთვის" მიგვეცა დასვენებისა და კლუბში თამაშის შესაძლებლობა.

მიუხედავად ამისა, რუმინეთის წინააღმდეგ ყველაზე ძლიერი შემადგენლობით თამაში ჩვენ გეგმას წარმოადგენს და ეს არ შეიცვლება. მიმდინარე გათამაშება მშვენიერი შესაძლებლობაა იმისათვის, რომ გამოცდილ მოთამაშეებთან ერთად ახალი მორაგბეებიც ვნახოთ და ამ კუთხით მე საკმაოდ კმაყოფილი ვარ", -  განაცხადა მილტონ ჰეიგმა.

დღეს, სოჭში რუსეთის და საქართველოს ნაკრებების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

მილტონ ჰეიგი: "ეს მატჩი რა თქმა უნდა ძალზე მნიშვნელოვანია ყველასთვის. აქ საკმაოდ წვიმს, თუმცა თბილისში კარგ ამინდში ვემზადებოდით. ტრადიციულად საქართველოში ყველას ამ თამაშის მიმართ დიდი მოლოდინი აქვს და ამ მატჩის პრინციპული მნიშვნელობიდან გამომდინარე ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა მატჩისთვის ჩვენ საკმაოდ კარგად მოვემზადეთ".

ალეკსანდრ პერვუხინი (რუსეთის მთ. მწვრთნელი): "უპირველეს ყოვლისა მინდა მივულოცო ჩვენს ქართველ მეგობრებს მსოფლიო თასზე საკმაოდ კარგი თამაში. მიუხედავად ნებისმიერი პოლიტიკური მდგომარეობისა ხვალ იქნება თამაში, რომელშიც ორი საკმაოდ კარგად ნაცნობი და დიდი ხნის მეტოქე ეთამაშება ერთმანეთს; გუნდები, რომლებიც ერთმანეთს კარგად იცნობენ და მეგობრობენ და აქედან გამომდინარე საკმაოდ კარგი მატჩი გველის. ჩვენც საკმაოდ კარგად მოვემზადეთ სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩისთვის".

შალვა სუთიაშვილი: "რუსეთის ნაკრები პროგრესირებს, რაც ბოლო დროინდელი თამაშების დამსახურებაა - საკმაოდ დინამიური გუნდი გახდა. ჩვენც შესაბამისად მოვემზადეთ და ვცდილობთ ჩვენი თამაში ვითამაშოთ. რაც შეეხება ხვალინდელ მატჩს, არავისთვის საიდუმლო არაა, რომ ყოველთვის დაძაბული თამაშები იმართება ჩვენსა და რუსეთს შორის, რომლებსაც გარკვეული ემოციები ახლავს. ვიმედოვნებ, რომ ხვალ კარგი და სანახაობრივი თამაში იქნება. არც ჩვენ ვაპირებთ უხეშობას და იმედი მაქვს, რომ არც მეტოქე აპირებს ამას და ხვალ კარგ რაგბს ვითამაშებთ.

კაპიტნის ვარჯიში
დღეს სოჭში მთელი დღის განმავლობაში საკმაოდ ინტენსიურად წვიმდა. შესაბამისად მატჩის ორგანიზატორებმა ორივე გუნდს კაპიტნის ვარჯიშის გამართვა ხელოვნურ საფარიან მოედანზე შესთავაზა.

"ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა ხელოვნურ მოედანზე ვარჯიშის ნაცვლად პარკში მსუბუქი მოთელვისა და კონკრეტული ელემენტებზე წავარჯიშების გადაწყვეტილება მიიღო, რითაც გუნდს მგზავრობის შემდეგ განტვირთვის შესაძლებლობა მისცა.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
Интенсиурат рогор цвимда роца дилис 6да дилис 11мде моцвима марто, ме ром давапире рагбизе машин ар чамодикванес рагбистеби да шанс вадзлевт
tarosochi
07:41 12-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული