17:45 12-03-2016
"ბორჯღალოსნებმა" სოჭში რუსეთის ნაკრები დაამარცხეს [VIDEO]
AutoSharing Option
შეხვედრაში ანგარიში ქართველებმა გახსნეს - მერაბ კვირიკაშვილმა ჯარიმა ზუსტად შეასრულა 0:3.
მე-18 წუთზე ლევან ხმალაძემ ოსტატურად გადაჰკიდა ბურთი მეტოქეს და თამაზ მჭედლიძეს ლელოს დადება არ გასჭირვებია. ლელოს კვირიკაშვილმა გარდასახვა მიამატა და "ბორჯღალოსნებმა" ანგარიშში უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს - 0:10.
49-ე წუთზე ლელოს გატანა უკვე ანტონ ფეიქირშვილმა შეძლო, ამას დამატებული ზუსტი გარდასხვა და ანგარიში - 0:17 გახდა.
62-ე წუთზე საკუთარ ანგარიშზე ლელო გიორგი ნემსაძემ ჩაიწერა, კვირიკაშვილმა კი გარდასხვა კვლავ ზუსტად შეასრულა - 0:24.
71-ე წუთზე მეტოქემ შეძლო ლელოს დადება, რასაც ზუსტი გარდასახვა მიამატეს და ანგარიშში სხვაობა შეამცირეს - 7:24.
ამის შემდეგ ანგარიში არ შეცვლილა და საბოლოოდ "ბორჯღალოსნებმა" ანგარიშით 24:7 იმარჯვეს.
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული
ისე "ჭ" ჯგუფის თამაშს ჰგავდა.
რომ წაგვეგო გავბრაზდებოდი.
მაგრამ ესეთი ცუდი თამაში ჩვენი ნაკრების შესრულებით მეორე არ მინახავს. უამრავი შეცდომა, არაორგანიზებულობა და მოტივაციის ნაკლებობა დავინახე პირადად მე, უსუსტესად ითამაშეს, თორემ რუსეთის ნაკრები 40 -0 კი უნდა გაგვეხია, არც იმათ უთამაშიათ განსხვავებულად იგივე ნაგავი იყო რასაც ამდენი წელია ვუყურებთ.
საბოლოო ჯამში ეს თამაში ჩემთვის წაგების ტოლფასი იყო.
მონდომების გარდა მემგონი რაღაცეები გვაკლდა, უკეთესი თამაშების იმედით რუმინეთთან.
ათეული ძალიან მაგარი იქნებოდა:)
მონდომების გარდა მემგონი რაღაცეები გვაკლდა, უკეთესი თამაშების იმედით რუმინეთთან.
ათეული ძალიან მაგარი იქნებოდა:)
კომენტატორები ხომ საერთოდ....... სად იპოვეს ესენი??????????
მონდომების გარდა მემგონი რაღაცეები გვაკლდა, უკეთესი თამაშების იმედით რუმინეთთან.
ათეული ძალიან მაგარი იქნებოდა:)