17:45 12-03-2016
"ბორჯღალოსნებმა" სოჭში რუსეთის ნაკრები დაამარცხეს [VIDEO]
AutoSharing Option
შეხვედრაში ანგარიში ქართველებმა გახსნეს - მერაბ კვირიკაშვილმა ჯარიმა ზუსტად შეასრულა 0:3.
მე-18 წუთზე ლევან ხმალაძემ ოსტატურად გადაჰკიდა ბურთი მეტოქეს და თამაზ მჭედლიძეს ლელოს დადება არ გასჭირვებია. ლელოს კვირიკაშვილმა გარდასახვა მიამატა და "ბორჯღალოსნებმა" ანგარიშში უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს - 0:10.
49-ე წუთზე ლელოს გატანა უკვე ანტონ ფეიქირშვილმა შეძლო, ამას დამატებული ზუსტი გარდასხვა და ანგარიში - 0:17 გახდა.
62-ე წუთზე საკუთარ ანგარიშზე ლელო გიორგი ნემსაძემ ჩაიწერა, კვირიკაშვილმა კი გარდასხვა კვლავ ზუსტად შეასრულა - 0:24.
71-ე წუთზე მეტოქემ შეძლო ლელოს დადება, რასაც ზუსტი გარდასახვა მიამატეს და ანგარიშში სხვაობა შეამცირეს - 7:24.
ამის შემდეგ ანგარიში არ შეცვლილა და საბოლოოდ "ბორჯღალოსნებმა" ანგარიშით 24:7 იმარჯვეს.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული
გარდა ამისა ესპანეთის თამაშის მერე თქვეს კაპიტანმა და მწვრთნელმაც, რომ ახალ სტილს და ტაქტიკას ნერგავენ რომლის ტესტირებაც გარკვეული პერიოდის მანძილზე გაგრძელდება, რომ უკეტესად მომზადებული შევხვდეთ მომდევნო მსოფლიოს თასს. ანალოგიური სცენარი იყო 4 წლის წინ როცა პირველი თამაში ესპანეთთან საერთოდ წავაგეთ, მაგრამ მსოფლიო თასზე ვითამაშეთ ის თამაში რისი სწავლაც ზუსტად იმ წაგებიდან დავიწყეთ. ასე რომ ნუ დაიწყებთ მოთქმა-ვაებას, წინ 4 წელია და თუ გვინდა რამე კიდე უფრო სასიკეთოდ შევცვალოდ ექსპერიმენტებს, გასრდაქმნებს და სიახლეებს არ უნდა მოვერიდოთ და ახლა საუკეთესო დრო ყოველივე ამისტვის