Pundit Arena: საქართველო იტალიას ორი ადგილით უსწრებს, ეს სერიოზული არგუმენტია

AutoSharing Option
Pundit Arena მსოფლიო რაგბის ახალ რეიტინგ-ლისტს გამოეხმაურა, რომელშიც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიაში პირველად დაისაკუთრა მე-12 ადგილი.

გეტყვით, რომ იტალიის ნაკრები, რომელიც ექვსი ერის მონაწილე ქვეყანაა, მე-14 ადგილზეა და პირველად ამ გუნდს ორი საფეხურით ვუსწრებთ.

"იტალიის ნაკრები ახლა მხოლოდ მე-14 ადგილზეა, მას საქართველოს ნაკრები ორი ადგილით უსწრებს. ეს კი ქართველთათვის ძლიერი არგუმენტია ექვს ერში დამატების მოთხოვნისთვის".

***
"რეპუბლიკამ" ჩაწერა ინტერვიუ იტალიის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტ ალფრედო გავაცისთან. მოგეხსენებათ, ბოლო ტურის წინ იტალიას დიდი შანსი აქვს ბოლო ადგილი "ხის კოვზით" (ყველა მარცხი) გაიფორმოს.

"ჩვენ
მხოლოდ ახალ საუკუნეში დავემატეთ ექვს ერს, ბუნებრივია, ძნელია, იმ ნაკრებებთან ჭიდილი, რომლებიც 150 წელია, ერთმანეთში თამაშობენ. მიუხედავად ამისა, საფრანგეთში მოგება შეგვეძლო და ყველამ ნახა, როგორ ვეთამაშეთ შოტლანდიას", - განაცხადა გავაციმ, რომელსაც ბოლოს სწორედ საქართველოს ნაკრებზე დაეკითხნენ.

- კი მაგრამ, მალე რომ მოგთხოვონ ექვსი ერის დატოვება, ანაც, საკუთარი სიძლიერის საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებთან დამტკიცება?
- ეს ნონსენსია! ჩვენ მსოფლიო რაგბიში პატივისცემა უკვე დავიმსახურეთ. მოთმინება და სიმშვიდე მეგობრებო, 2-3 წელიწადში საუკეთესოებთან ტოლ-სწორად ვითამაშებთ.
მკითხველის კომენტარები / 15 /
გასწრება ერთია, მაგრამ მთავარია იტალია დავამარცხოთ (რუმინეთზე აღარაფელს ვამბობ).ამის შამს დარწმუნებული ვარ აუცილებლად მოგვცემენ. აი მაშინ გამოჩნდება ღისი ვართ თუ არა 6 ერისთვის.
ქომაგი
16:01 17-03-2016
0
პლეიოფია 6 ერის გასაღები. გვათამაშონ 6 ერის ბოლოადგილოსანთან თუნდაც ერთი საპლეიოფო თამაში "უმაღლეს ლიგაში" გადასასვლელ მატჩში, ნეიტრალურ მოედანზე. დაუშვან ესეთი პრეცენდენტი ერთა თასის გამარჯვებულისათვის და ეს იქნება რეალური განმსაზღვრელი ძალთა ბალანსისა და ცხადია სამართლიანიც.
kofee11
23:57 16-03-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული