"ბორჯღალოსნები": ეს შანსია, ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ ჩვენც შეგვიძლია!

AutoSharing Option
დღეს, 18 მარტს, ევროპის ერთა თასის ბოლო ტურის მატჩის წინა დღეს, რომელშიც ერთმანეთს საქართველოს და რუმინეთის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან, გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა პრესკონფერენცია გამართეს.

"დინამო არენის" მედიადარბაზში "ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა და გუნდის კაპიტანმა შალვა სუთიაშვილმა ისაუბრეს. პრესკონფერენციას ესწრებოდნენ რუმინელთა მწვრთნელი და კაპიტანიც.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, 19 მარტს, საქართველო-რუმინეთის მატჩი "დინამო არენაზე" 17:00 საათზე დაიწყება, თამაშზე დასასწრები მატჩის ბილეთების ფასი კი 3-5 ლარს შეადგენს.

მილტონ ჰეიგი:
"რუმინეთთან სეზონის
უმნიშვნელოვანესი და ყველაზე რთული მატჩი გველის. ამით, რა თქმა უნდა, ახალს არაფერს ვამბობ.

ამ 4 წლის მანძილზე რუმინელთა თამაშის ხარისხი გაუმჯობესდა. მათი ძლიერი მხარე შერკინებაა, მაგრამ რამდენიმე კარგი უკანახაზელიც ჰყავთ დამატებული. ამასთან, ვეთამაშებით ტურნირზე სიძლიერით მეორე გუნდს, რომელიც ჩვენთან ერთად მონაწილეობდა მსოფლიოს ჩემპიონატზე. ასე რომ, წინ რთული მატჩი გველის!

რაც შეეხება ჩვენს ბიჭებს, როცა ეროვნულ სტადიონზე სავსე ტრიბუნის წინ თამაშობენ და ზურგს საკუთარი კედლები უმაგრებთ, განსაკუთრებული მუხტი და მოტივაცია აქვთ".

შალვა სუთიაშვილი:
"ამ ტურნირის დასაწყისში ვთქვი, რომ ჩვენ და გულშემატკივარი ერთად უნდა განვვითარდეთ. ხვალინდელი თამაში შანსია, ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ ჩვენც შეგვიძლია სტადიონი გავავსოთ, კარგად ვითამაშოთ და დიდი იმედი მაქვს, რომ ასეც იქნება.

სანახაობრივად კარგი თამაში უნდა გამოდგეს, რადგან ორივე გუნდი გახსნილ თამაშს აპირებს და გულშემატკივარი აუცილებლად დიდ სიამოვნებას მიიღებს".

რუმინელების თქმით კი, თუ საქართველო უკვე გასულია მსოფლიოს ჩემპიონატზე, მათ ეს გზა ჯერ კიდევ გასავლელი აქვთ და ამ ტურნირს სწორედ საამისოდ განიხილავენ. ახალი გუნდის მშენებლობის გამო რამდენიმე შეხვედრაში არ გამოიძახეს გამოცდილი მოთამაშეები და თავის წარმოჩენის საშუალება ახალბედებს მისცეს.

რუმინელებს "ექვს ერზეც" ჰკითხეს. მათი თქმით, "ექვს ერში" გაწევრიანების პრობლემა ამ ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტია, თორემ "მსოფლიო რაგბი" მათ და ქართველებსაც მხარს უჭერს.
მკითხველის კომენტარები / 11 /
რახან ქართული ფეხბურთი ჭაობშია და რაგბიში ყველაფერი კარგადაა, ეგ იმას არ ნიშნავს რო ფეხბურთი უნდა დაიკიდო, რაგბის გულშემატკივარი ვარ მარა ფეხბურთი პირველი სპოტია და ასე იქნება ყოველთვის, მარტივად გეტყვი რაც ქართულ ფეხბურთს საქართველოსთვის და ქათველი ხალხისთვის სიხარული აქ მოტანილი ყველა დანარჩენ სპორტს ერთად აღებულს არ აქვს მოტანილი... და საერთოდ რაგბის თემაში არაა მოსაწონი იმის განხილვა ფეხბურთი როგორ მდგომარეობაშია და რამდენით ფინანსდება...რო უჭირს იმიტო სჭირდება დაფინასება და არც 265 მილონია ასტრონომიული თანხა 4 წელზე ...
levans
06:31 19-03-2016
0
რა ფეხბურთი რის ფეხბურთი. ფეხბურთის რესურსი არ აქვს ამ ქვეყანას. ის 265 მილიონი წყალში გადაყრილი ფულია. უმაქნისი ფეხბურთელები, არაფრის მიმღწევი გუნდები და ათასი წურბელა დაინაწილებს იმ ფულს და შედეგი იქნება ნული. რაგბს კი ძალზე წაადგება ეს ფული. რაიონებში გავა და მინიმუმ 7-8 გუნდში მოვხვდებით. შეეშვით აფერისტ ფეხბურთელებს და სხვა წურბელებს და მაგ წუმპეში ფულს ნუ ყრით
დიმიტრი
01:36 19-03-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული