უორენ გეტლანდი: იტალიამ უნდა დაამტკიცოს, რომ ერთა თასის გამარჯვებულს სჯობს

AutoSharing Option
ექვსი ერის გათამაშების ბოლო ტურში უელსის ნაკრები იტალიას მასპინძლობს. უელსელთა თავკაცმა უორენ გეტლანდმა WRU TV-ისთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის მომხრეა ექვს ერში სიახლის დანერგვის.

"ჩემი აზრით, ექვსი ერის ბოლოადგილოსანის პირდაპირ გაგდება ცოტა უსამართლო იქნებოდა. მე სამომავლოდ უფრო უკეთესად მიმაჩნია პლეი ოფის მატჩი ექვსი ერის ბოლოადგილოსანსა და ერთა თასის გამარჯვებულს შორის.

ჩემი აზრით, ის გუნდი, რომელიც მაღლა ამოდის, უნდა სჯობდეს ბოლოადგილოსანს და მაშინ ყველაფერი სამართლიანი იქნება.

თუმცა ვფიქრობ, ამ სისტემამდე რამდენიმე წელი კიდევ გვაშორებს. იტალიის ნაკრების ახლავე გაგდება უსამართლობა იქნება, ჩვენ
უნდა გამოვხატოთ იტალიის მხარდაჭერა", - განაცხადა გეტლანდმა.
მკითხველის კომენტარები / 22 /
დავიჯერო იტალია ტონგაზე ძლიერია ?
dato
15:30 21-03-2016
0
"7 ერზე" საქართველოს ყველა თამაშისთვის უკვე გადადებული მაქვს 515 ევრო.ინგლისთან,საფრანგეთთან,უელსთან, ირლანდიასთან, შოტლანდიასთან 100-100, იტალიასთან კი-15 ევრო,ისიც ჩვენი ბიჭების ხათრით. ამ „7 ერში“ ინგლისი, იტალია, საფრანგეთი - ნატურალიზებული მოთამაშეებით, საქართველო კი ერთ-ერთი თვითმყოფადი გუნდი იქნება, რაც ასევე დასაფასებელი და წახალისებულიც უნდა იყოს იმ რესურსების (ამ შემთხვევაში მორაგბეთა რაოდენობას და დაფინანსებასაც ვგულისხმობ) ფონზე რაც ამ ქვეყანაშია. არავითარი დამამცირებელი თხოვნები, უნდა განვაგრძოთ განვითარება და გამოვიყენოთ ტესტები შედეგების მისაღწევად, ღირსეულად მივანიშნოთ ჩვენ თვითმყოფადობასა და რაგბისადმი სიყვარულზე და ეგ დროც მოვა. მალე მიხვდებიან, რომ მაგათაც ჭირდებათ განვითარება და რაც მალე მიხვდებიან უკეთესი იქნება. კარგად მახსოვს კანადისა და სსრკ ჰოკეისტების სერიების წინასამატჩო მოსაზრებები კანადელი პროფესიონალებისგან პარისეს მსგავსი (რუსებისთვის ადრეა ჩვენთან თამაში, შაიბას დავუმალავთ, ბორტზე მივაკრავთ, ძვლებს და სახეებს დავუმტვრევთ ... ) და სერიის პირველივე თამაში კანადაში -3:7 წააგეს. ეხლა კი მათ ნაციონალურ ლიგაში ვის აღარ შეხვდებით - რუსებს, ჩეხებს, სლოვაკებს, შვედებს, ფინელებს, ნორვეგიელებს, გერმანელებს, ავსტრიელებს, უკრაინელებს, ბალტიისპირელებს, ფრანგებს, იტალიელებს. ... ბევრი ეგეთი მაგალითის მოყვანა შეიძლება. მოკლედ, რაგბის „მამებთან“ ურთიერთობისას ასეთი მაგალითებითაც დელეკატურად უნდა ვარყიოდ მათი კონსერვატიზმი, პარალელურად და პირველ რიგში კი განვაგრძოთ კომპლექსური განვითარება და შედეგებზე ორიენტაცია ტესტ-თამაშებზე. ბილეთების სარეალიზაციოდ კი ნუ ინერვიულებენ, უკვე გადადებული გვაქვს ზოგიერთს მაინც, სხვებიც აგვყვებიან და ევრო-ევროს გადადებენ მამულისათვის, ბიჭებისათვის, ღირსებისათვის, რადგან "რაგბი ჩვენი თამაშია" !!!
rezo110
12:27 21-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული