უორენ გეტლანდი: იტალიამ უნდა დაამტკიცოს, რომ ერთა თასის გამარჯვებულს სჯობს

AutoSharing Option
ექვსი ერის გათამაშების ბოლო ტურში უელსის ნაკრები იტალიას მასპინძლობს. უელსელთა თავკაცმა უორენ გეტლანდმა WRU TV-ისთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის მომხრეა ექვს ერში სიახლის დანერგვის.

"ჩემი აზრით, ექვსი ერის ბოლოადგილოსანის პირდაპირ გაგდება ცოტა უსამართლო იქნებოდა. მე სამომავლოდ უფრო უკეთესად მიმაჩნია პლეი ოფის მატჩი ექვსი ერის ბოლოადგილოსანსა და ერთა თასის გამარჯვებულს შორის.

ჩემი აზრით, ის გუნდი, რომელიც მაღლა ამოდის, უნდა სჯობდეს ბოლოადგილოსანს და მაშინ ყველაფერი სამართლიანი იქნება.

თუმცა ვფიქრობ, ამ სისტემამდე რამდენიმე წელი კიდევ გვაშორებს. იტალიის ნაკრების ახლავე გაგდება უსამართლობა იქნება, ჩვენ
უნდა გამოვხატოთ იტალიის მხარდაჭერა", - განაცხადა გეტლანდმა.
მკითხველის კომენტარები / 22 /
მართალია ეს კაცი, ბოლოადგილოსანს თუ ვერ ვაჯობეთ ისე 6 ერში გადასვლას რა აზრი აქვს
ზურა
20:30 18-03-2016
0
მოდით, ვიყოთ გულახდილები: ამ 6 ერიდან, თუ მოგვიგია რომელიმესთვის; არ გვინდა სულსწრაფობა, ჯერ იქმდე "გაზრდა
გვაკლია.
levani kaxeti
21:02 18-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული