სტატია ინგლისელთა ექვს ერზე გამარჯვებას და ქართველთა ერთა თასის მოგებას ეხება: "სიცოცხლე დიდებულია საქართველოსა და ინგლისისთვის".
აღსანიშნავია, რომ სტატიის მთავარი ფოტო "ბორჯღალოსანთა" დაჯილდოებაა.
"ტიტულის მომგებმა საქართველომ საუკეთესო სტილში, 38:9 დაამარცხა რუმინეთის ნაკრები 52 ათასი მაყურებლის თვალწინ "დინამო არენაზე". მამუკა გორგოძემ მსოფლიოს თასის შემდეგ პირველად ითამაშა ნაკრებში და ტიტანური სამუშაო გასწია. საქართველოს ნაკრებმა კი კვლავ ყველა მატჩი მოიგო ტურნირზე. პირველად მოხდა,
ამ გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრები მსოფლიო რეიტინგში კვლავ მე-12 ადგილზე კი დარჩა, მაგრამ ქულათა მარაგი 0,41 ქულით შეიმატა. ახლა "ბორჯღალოსნებს" 72,62 ქულა აქვთ. წინ ფიჯია, რომელსაც 76,96 ქულა აქვს.