ანტონ ფეიქრიშვილი Sky Sports-ის კვირის სიმბოლურ ნაკრებშია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მორკინალი ანტონ ფეიქრიშვილი Sky Sports-მა კვირის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

ფრანგული "ბაიონის" პირველხაზელმა ერთა თასის წლის ფინალურ და გადამწყვეტ შეხვედრაში ორი ლელო დაუდო რუმინელებს და საქართველოს ნაკრების 38:9 მოგებაში ლომის წილი დაიდო.

"პირველხაზელმა პირველ ტაიმში ორი ფანტასტიკური ლელო გაიტანა, ხოლო საქართველოს ნაკრებმა 52 ათასი ფანის თვალწინ ზედიზედ მეექვსედ იზეიმა გამარჯვება ერთა თასზე", - წერს ბრიტანული გამოცემა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ერთა თასზე რატომ ზედიზედ მეათე არა?...მგონი უფრო მეტი თამაშია არ დამარცხებულან.
murtalo
04:02 23-03-2016
0
მახარებს, მახარებს ამ ბიჭების წარმატებები

და არანაკლებ მახარებს ევროპაში მათი დამნახავების რიცხვი

ეს რიცხვი იზრდება ... ეს კარგია
oplaaa
23:43 22-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული