punditarena.com: სამი იდეა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ექვს ერში არ მიიღებენ

AutoSharing Option
punditarena.com კიდევ ერთხელ ეხმიანება ექვსი ერის რეორგანიზაციის თემას და აქვეყნებს სტატიას სათაურით: "როგორ გავხადოთ საქართველო საერთაშორისო რაგბის ტოპ-გუნდების წევრი", რომელსაც მცირე ცვლილებებით გთავაზობთ:

"საქართველოს წარმატებებმა ევროპის ერთა თასზე და ფეთქებადმა თამაშმა 2015 წლის მსოფლიოს თასზე, ამ გუნდს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბევრი ფანი შესძინა, მაგრამ ეს გუნდი განწირულია პრობლემებისთვის, თუ არ ექნება რეგულარული და მნიშვნელოვანი დაპირისპირებები პირველი დონის სარაგბო ქვეყნებთან.

მართალია, ამ პრობლემის გადასაჭრელად ბევრმა უკვე წამოაყენა იდეა, რომ ექვსი ერი გაიხსნას და დაინიშნოს გადასასვლელი მატჩი, მაგრამ ამ იდეას ექვსი ერის
საორგანიზაციო კომიტეტმა უკვე ცივი წყალი გადაასხა - ისინი აცხადებენ, რომ მათი ვალდებულება სულაც არ არის რომელიმე სარაგბო ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვა.

ამასთან ერთად, არსებობს რამდენიმე ფინანსური და ლოჯისტიკური წინაღობა, რის გამოც საქართველოს ექვს ერში არ იღებენ.

თუ არა ექვსი ერი, მაშ, რა? არის ალტერნატივა? ქვემოთ გთავაზობთ რამდენიმე იდეას.

1. ჩავრთოთ საქართველო შემოდგომის ტესტების კალენდარში
ირლანდიელებმა და შოტლანდიელებმა უკვე ითამაშეს A ნაკრებებით საქართველოსთან ბოლო წლებში, მაგრამ იდეა იმაშია, რომ საქართველო ექვსი ერის მონაწილე ნაკრებს შეხვდეს ტესტებში რეგულარულად.

რატომ არ შეიძლება ეთამაშოს ინგლისი რაგბისთვის ალტერნატიულ სარბიელებზე საქართველოს ნაკრებს "სენტ ჯეიმს პარკზე", "ენფილდზე" ან "ოლდ ტრაფორდზე"? ფრანგებსაც შეუძლიათ შინ ალტერნატიული, "არასარაგბო" სტადიონები გამონახონ მათთან სათამაშოდ.

ასეთ მატჩებში ექვსი ერის წევრი ქვეყნების გუნდების მწვრთნელებს შეეძლებათ ექსპერიმენტების ჩატარება, ხოლო "ლელოებს" ისტორიული შანსი მიეცემათ, მოახდინონ სენსაცია.

სამწუხაროა, რომ ამ დროს წარმოიშობა კლუბიდან მორაგბის გაშვების პრობლემა, თუ ეს მატჩი ტესტების ჩარჩოში არაა. ამიტომ ეს საკითხი უნდა შეთანხმდეს მსოფლიო რაგბის ორგანიზაციის მონაწილეობით.

საქართველო ფინანსურად მყარი ვერაა, რომ ხელშეკრულება გააფორმოს, მაგრამ მოლაპარაკება სხვადასხვა საკითხზე შეიძლება.

2. დავპატიჟოთ საქართველო საკლუბო ჩემპიონატებში
იტალიელთა განვითარების მთავარი მომენტი იყო მათი ორი გუნდის ჩართვა კელტურ ლიგაში, ანუ დღევანდელ პრო 12-ში. იტალიელებმა ნაკლებად გამოიყენეს ეს, მაგრამ ქართველებს შეუძლიათ რეგიონული გუნდის დაარსება და მოთამაშეთა ბაზის განვითარება.

ალტერნატიული გზაა მათი ინგლისისა და საფრანგეთის რანგით მეორე ლიგებში ჩართვა, რომ მათ ელიტაში აღსაზევებლად იბრძოლონ. გეოგრაფიულად უმჯობესია, ეს საფრანგეთის ლიგა იყოს.

რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ფინანსური საკითხიც ძალზე მნიშვნელოვანია, მაგრამ საქართველო იმსახურებს შანსს, დაუახლოვდეს პირველი დონის ქვეყნებს.

სამხრეთელებმა ასე ჩართეს იაპონური და არგენტინული გუნდები მათ პირველობაზე. იქნებ ჩრდილოელებმაც მიბაძონ წინწასულ სამხრეთელებს?

3. ერთა თასის ნაკრების შექმნა
ბრიტანელი და ირლანდიელი "ლომების" მსგავსად, ერთა თასზე მონაწილე საუკეთესო მორაგბეებისგან რომ შეიქმნას გუნდი, რომელიც ტოპ-ნაკრებებს გაეჯიბრება. ეს იდეა დაიბადა წყნარი ოკეანის ნაკრებისგან, რომელიც 21-ე საუკუნის დასაწყისში რეგულარულად თამაშობდა პირველი დონის ქვეყნებთან.

ერთა თასის ნაკრების შექმნით, ამ ქვეყნებში კიდევ უფრო გაიზრდება რაგბის პოპულარულობა. ასეთ გუნდს ბრიტანელ ან ირლანდიელ "ლომებთან" თამაშიც კი შეუძლიათ, რატომაც არა?

რა თქმა უნდა, შესაძლებელია უკეთესი იდეების მოფიქრებაც. ერთი რამ ცხადია, რაღაცის შეცვლა აუცილებელია საქართველოსთვის და სხვა ქვეყნებისთვისაც, რომ ისინი მიუახლოვდნენ პირველი დონის ქვეყნებს.

საქართველოს ნაკრები უკვე სულ სხვა დონეზე თამაშობს. დონეზე, რომელიც აღარ შეეფერება მათ სტანდარტულ მეტოქეებს. პირველი დონის ქვეყნების ექსკლუზიური სია აუცილებლად უნდა შეივსოს "ლელოებით".
მკითხველის კომენტარები / 12 /
ეს გეოფრაფიული პრობლემა გამოგონილი მგონია, აბა სამხრეთელებმა რაღა უნდა თქვან როცა ნახევარი მსოფლიოს გადაფრენა უწევთ გინდაც არგენტინელებს, გინდაც სამხრეთ აფრიკელებს და გინდაც კუნძულელებს ერთმანეთს რო ეთამაშონ

რას იტყოდით ესეთ ვარიანტზე, მეორე დონის ქვეყნებისგან შეიქმნას 2 ლიგა, ჩრდილოეთის: აშშ, კანადა, იაპონია, საქართველო, რუმინეთი და სამხრეთის: სამოა, ფიჯი, ტონგა, ნამიბია, ურუგვაი
მერე ამ ლიგების გამარჯვებულების ერთმანეთში თამაშიც შეიძლება აბსოლიტური ჩემპიონის გამოსავლენად და რავიცი, კიდე ათასი რამის მოფიქრება შეიძლება, ფაქტია რომ რაღაცა უნდა შეიცვალოს
დიმიტრი
23:02 17-05-2016
0
ძამიკოებო, გაისად თუ იტალიამ ისე შეირცხვინა თავი როგორც წელს, თვითონ ბრიტანელები ამოარტყამენ პანღურს.
Grigoli
17:12 08-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული