უელსის ნაკრების თავკაცი: საქართველოსგან უნდა ვისწავლოთ, როგორ ვეთამაშოთ ზელანდიას

AutoSharing Option
უელსის მორაგბეთა ნაკრები ოკლენდში იმყოფება, სადაც 11 ივნისს ახალ ზელანდიასთან ტესტ-მატჩს გამართავს.

უელსელთა თავკაცმა უორენ გეტლანდმა, ყველასთვის მოულოდნელად, ზელანდიელებთან მატჩის კონტექსტში საქართველო ახსენა - მისი თქმით, გასულ მსოფლიოს თასზე "ბორჯღალოსანთა" სათამაშო გეგმა ზელანდიის წინააღმდეგ ძალიან კარგი იყო.

შეგახსენებთ, რომ ის თამაში სწორედ უელსში გაიმართა, კარდიფის "მილენიუმზე". მართალია, მსოფლიოს ჩემპიონმა ზელანდიამ 43:10 მოიგო, მაგრამ მილტონ ჰეიგის გუნდმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

საქართველო-ახ. ზელანდია 10:43 - ასე თავდადებით იწერება ისტორია

"ჩვენ ვუთხარით ბიჭებს, რომ აუცილებლად ნახონ საქართველოსა და ზელანდიის ნაკრებთან მატჩის ჩანაწერი. "ოლ
ბლექსმა" ამ თამაშში ბევრი შეცდომა დაუშვა. ზელანდიამ მერე და მერე უფრო მოუმატა", - განაცხადა გეტლანდმა.

შეგახსენებთ, რომ უელსს ზელანდიისთვის ტესტი 1953 წლის მერე არ მოუგია, ზელანდიაში კი არასოდეს გაუმარჯვია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული