უელსელთა თავკაცმა უორენ გეტლანდმა, ყველასთვის მოულოდნელად, ზელანდიელებთან მატჩის კონტექსტში საქართველო ახსენა - მისი თქმით, გასულ მსოფლიოს თასზე "ბორჯღალოსანთა" სათამაშო გეგმა ზელანდიის წინააღმდეგ ძალიან კარგი იყო.
შეგახსენებთ, რომ ის თამაში სწორედ უელსში გაიმართა, კარდიფის "მილენიუმზე". მართალია, მსოფლიოს ჩემპიონმა ზელანდიამ 43:10 მოიგო, მაგრამ მილტონ ჰეიგის გუნდმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
საქართველო-ახ. ზელანდია 10:43 - ასე თავდადებით იწერება ისტორია
"ჩვენ ვუთხარით ბიჭებს, რომ აუცილებლად ნახონ საქართველოსა და ზელანდიის ნაკრებთან მატჩის ჩანაწერი. "ოლ
შეგახსენებთ, რომ უელსს ზელანდიისთვის ტესტი 1953 წლის მერე არ მოუგია, ზელანდიაში კი არასოდეს გაუმარჯვია.