მილტონ ჰეიგი: ჩვენ მოვამზადეთ გეგმა სამოასთან თამაშისთვის...

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნები" 4 ივნისიდან აპიაში იმყოფებიან, სადაც 11 ივნისს, სამოას წინააღმდედ ივნისის პირველი ტესტისთვის ემზადებიან. ნაკრებმა გრძელი, სამდღიანი მგზავრობის შემდეგ, პირველი რამდენიმე დღე აქტიურ აღდგენას დაუთმო.

"ბორჯღალოსნების" თავკაცის მილტონ ჰეიგის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანი იყო ნაკრების ყველა მოთამაშის მენტალურად ერთ სისტემაზე მოყვანა, ვინაიდან ბევრმა საფრანგეთში გრძელი და დამღლელი სეზონი ჩაატარა და ყველა თავ-თავიანთ კლუბში სხვადასხვა სტრატეგიებსა და სისტემას იყენებდა.

ნაკრები მწყობრში მალე მოვიდა და შეეგუა დიდ ტენიანობას. სავარჯიშოდ კი, ჩვენი საწვრთნელო შტაბის წევრთა თქმით, იდეალური ამინდია. გამოძახებულთაგან 5 პრო დე 2-ის მორაგბე
უკვე დაიძრა სამოასკენ და სავარაუდოდ, გუნდს პარასკევიდან შეუერთდებიან.

"განსაკუთრებულად კარგად და თბილად გვიმასპინძლეს აპიაში. შედარებით ადვილადაც გავიარეთ აღდგენა და მივეჩვიეთ დროის საკმაოდ დიდ სხვაობას.

ყველას ძალიან კარგად გვაქვს გააზრებული, რომ აპიაში სამოასთან რკენა ურთულესი იქნება, მაგრამ ჩვენ მოვამზადეთ გეგმა იმისათვის, რომ მომავალ შაბათს ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინოთ და ვიმუშაოთ საჩვენო შედეგისათვის", - განაცხადა მილტონ ჰეიგმა.

აპიაში ჩვენს ნაკრებს დიდი სითბოთი და პატივისცემით ეპყრობიან. "ბორჯღალოსნების" პატივსაცემად გამართულ საღამოზე სამოას პრემიერ-მინისტრი ტაულიეპა საილელე მალიელეგაომ განაცხადა:

"ჩვენც ხელიდან არ ვუშვებთ შესაძლებლობას, დავტკბეთ თამაშის სხვადასხვა სტილით. ბოლოს, როდესაც ჩვენმა ნაკრებებმა ითამაშეს, ჩვენ დავთმეთ შეხვედრა ბევრად ძლიერ საქართველოსთან. თქვენი გუნდი განაგრძობს წინსვლას მსოფლიო რეიტინგში და სამოაზე წინაა, რაც არაა შემთხვევითობა, არამედ სრულად დამსახურებულია! შესაბამისად შაბათს ძალიან საინტერესო სანახაობა გველის".

შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნები" წელს პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, ოფიციალურად ჩაებნენ ზაფხულის ტესტების სერიაში. წელს გასვლაზე სამ ტესტს ვთამაშობთ - სამოას, ტონგასა და ფიჯის წინააღმდეგ.

მატჩების განრიგი საქართველო დროით:

სამოა - საქართველო 11/06/16, 06:00 სთ. აპია, სამოა
საქართველო - ტონგა 18/06/16, 04:45 სთ. სუვა, ფიჯი
ფიჯი - საქართველო 24/06/16, 07:00 სთ. სუვა, ფიჯი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი გეგმავს სამივე ტესტის პირდაპირ რეპორტაჟს. სამოას მატჩის ტრანსლაციის საკითხი პრაქტიკულად მოგვარებულია, ფიჯელებთან კი, მოლაპარაკება მიმდინარეობს.

წყარო: rugby.ge
მკითხველის კომენტარები / 5 /
მიდთ ბორჯღალოსნებო მთელი საქართველი თქვენს გვერდით დგას
გიორგი ბეჟანიშვილი
10:17 08-06-2016
0
მიდით ბიჭები ძაან მაგარი ხალხი. კაი თამაშები გველის. უძლიერესი ნაკრები გვყავს! აჰ ზგვის ჰაერი პირიქით ძალას გმატებს და გამძლეობასაც!
vato
01:08 08-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული