ახალ ზელანდიაში, "ველინგტონ ლაიონსში" მოთამაშე გრეგ ფომ ინტერვიუ მისცა ზელანდიის რადიოს საიტ radionz.co.nz-ს.
აი, რა თქვა სამოას ნაკრების შერკინების პირველი ხაზის მოთამაშემ "ბორჯღალოსნებთან" დაპირისპირების წინ:
"კარგად ვიცით, როგორი თამაში უყვარს საქართველოს ნაკრებს. ვიცით, რომ მათი შერკინება დიდი ბიჭებით არის დაკომპლექტებული. მეტოქეს უყვარს შერკინებით თამაში. მოკლედ, ძალისმიერ თამაშს ველით. ეს ერთი კვირა ინტენსიურად ვემზადებით, რომ ქართველების მიერ შემოთავაზებულ ბრძოლას მინდორზე ღირსეულად დავუპირისპირდეთ", - განაცხადა ფომ.