სამოას ნაკრების მორკინალი: ქართველებს დიდი ბიჭები ჰყავთ, დიდი ბრძოლა იქნება

AutoSharing Option
11 ივნისს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ტესტ-მატჩში სამოას დაუპირისპირდება.

ახალ ზელანდიაში, "ველინგტონ ლაიონსში" მოთამაშე გრეგ ფომ ინტერვიუ მისცა ზელანდიის რადიოს საიტ radionz.co.nz-ს.

აი, რა თქვა სამოას ნაკრების შერკინების პირველი ხაზის მოთამაშემ "ბორჯღალოსნებთან" დაპირისპირების წინ:

"კარგად ვიცით, როგორი თამაში უყვარს საქართველოს ნაკრებს. ვიცით, რომ მათი შერკინება დიდი ბიჭებით არის დაკომპლექტებული. მეტოქეს უყვარს შერკინებით თამაში. მოკლედ, ძალისმიერ თამაშს ველით. ეს ერთი კვირა ინტენსიურად ვემზადებით, რომ ქართველების მიერ შემოთავაზებულ ბრძოლას მინდორზე ღირსეულად დავუპირისპირდეთ", - განაცხადა ფომ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული