საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რეიტინგში მე-12 ადგილი შეინარჩუნა

AutoSharing Option
მსოფლიო რაგბის მიერ გამოქვეყნებულ ახალ რეიტინგ-ლისტში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შეინარჩუნა მე-12 ადგილი. შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნებმა" ოკეანეთის ტესტების პირველ მატჩში სამოასთან ფრედ, 19:19 ითამაშეს.

საქართველოს ნაკრებს 72,70 ქულა აქვს, ხოლო მე-13 ადგილზე მყოფ ტონგას - 71,43.

18 ივნისს ჩვენი გუნდი სწორედ ტონგას დაუპირისპირდება და დადებითი შედეგი სჭირდება მე-12 ადგილის შესანარჩუნებლად. ჩვენ წინ იაპონიაა 77,07 ქულით.

მოწინავე ათეულში ერთი ცვლილებაა - სამხრეთაფრიკელებს ტესტში მარცხი ძვირად დაუჯდათ და მე-3 ადგილზე ინგლისი გადაუშვეს.

ტოპ-ათეული
1 (1) ახალი ზელანდია 96,10
2 (2) ავსტრალია 87,56
3
(4) ინგლისი 86,37
4 (3) სამხრეთ აფრიკა 85,66
5 (5) არგენტინა 82,59
6 (6) უელსი 82,49
7 (7) ირლანდია 82,33
8 (8) საფრანგეთი 78,36
9 (9) შოტლანდია 78,32
10 (11) ფიჯი 77,13
11 (10) იაპონია 77,07
12 (12) საქართველო 72,70
13 (13) ტონგა 71,43
14 (14) იტალია 70,78
15 (15) სამოა 70,29
16 (16) რუმინეთი 67,95
17 (17) აშშ 65,68
18 (18) კანადა 64,24
19 (19) რუსეთი 63,56
20 (20) ურუგვაი 63,23.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რეიტინგში იმავე ადგილზე არიან, მაგრამ სარეიტინგო ქულა მოემატათ ოდნავ. კარგია---
pele
19:34 14-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული