საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რეიტინგში იაპონიასთან ჩამორჩენა თითქმის გაანახევრა

AutoSharing Option
მსოფლიო რაგბის განახლებულ რეიტინგ-ლისტში საქართველოს ნაკრები კვლავ მისთვის რეკორდულ მე-12 ადგილზეა. შეგახსენებთ, რომ მილტონ ჰეიგის გუნდმა ამ უქმეებზე ტონგა 23:20 დაამარცხა.

ტონგა-საქართველო 20:23 - ზღვა სიხარული ოკეანეში [VIDEO]

ტონგასთან მოგებამდე "ბორჯღალოსნებს" 72,70 ქულა ჰქონდათ, ახლა კი 73,57 ქულა აქვთ. მე-11 ადგილზე მყოფ იაპონიასთან სხვაობა 4,4 ქულიდან 2,3 ქულამდე შემცირდა.

24 ივნისს საქართველოს ნაკრები ფიჯის ეთამაშება, რომელიც 77,14 ქულით მეათე ადგილზეა. წარმატების შემთხვევაში, "ბორჯღალოსნებს" წინსვლის დიდი შანსი აქვთ.

მოწინავე ათეულში ავსტრალია მე-2 ადგილიდან მე-4-ზე დაქვეითდა, ხოლო მეორეზე ინგლისმა გადაინაცვლა. შოტლანდიამ გაასწრო
საფრანგეთს და მე-8 ადგილზეა.

ტოპ-20
1. ახალი ზელანდია 96.10
2. ინგლისი 88.50
3. სამხრეთი აფრიკა 86.03
4. ავსტრალია 85.43
5. არგენტინა 82.87
6. უელსი 82.49
7. ირლანდია 81.96
8. შოტლანდია 79.50
9. საფრანგეთი 78.09
10. ფიჯი 77.14

11. იაპონია 75.89
12. საქართველო 73.57
13. იტალია 71.57
14. ტონგა 70.56
15. სამოა 70.27
16. რუმინეთი 68.74
17. კანადა 65.19
18. აშშ 64.89
19. ურუგვაი 63.56
20. რუსეთი 62.62
მკითხველის კომენტარები / 18 /
ეს ბიჭები უფრო ლამაზ და სწრაფ რაგბის თამაშობენ ვიდრე დიდების ნაკრები,ჯანი,ჟინი,თავდადება და მითუმეტეს პატრიოტიზმი ჩვენს მორაგბეთა ყველა თაობას თავზე საყრელი აქვს.მჯერა, რომ არც ფიჯისთან და არც ფრანგებთან ჩვენი ნაკრებები თავს არ დაზოგავენ,ასე რომ კარგ თამაშს და გამარჯვებას გისურვებთ ბიჭებო.წინ!
სოსო
11:32 22-06-2016
0
თუ 15 ქულაზე მეტით მოვუგებთ მე-10 ზე გადავალთ უპირობოდ, თუ ნაკლებით მოვუგებთ მე-12ზე დავრჩებით მაგრამ სხვაობა ფიჯისტან და იაპონიასტან იქნება მინიმალური
LAZI
16:23 20-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული