ფიჯის თავკაცი: ქართველებთან შერკინებაში არ უნდა დავიჩაგროთ!

AutoSharing Option
24 ივნისს, საქართველოს დროით დილის 7 საათზე, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ოკეანეთის ტურის ბოლო ტესტ-მატჩს გამართავს ფიჯის ნაკრებთან.

მატჩის წინ მასპინძელთა ნაკრების ზელანდიელმა თავკაცმა ჯონ მაკკიმ შემდეგი განაცხადა:

"ქართველებს ძალიან კარგი ტური გამოუვიდათ კუნძულებზე და ახლა ნამდვილად იმაზე ფიქრობენ, რომ ტურნე წაუგებლად დაასრულონ. ასე რომ, დიდი მატჩი გველის.

ჩვენი მიზანი ყოველთვის ისაა, რომ შინ ნებისმიერ მეტოქეს უნდა მოვუგოთ ტესტი. საამისოდ კი დიდი ბრძოლის გადატანა გველის. მეტოქის სიძლიერეს მორკინალები განაპირობებენ, ჩვენ კი ამ კომპონენტში არ უნდა დავიჩაგროთ.

დაცვაში კარგად უნდა ვითამაშოთ და
ფეხითაც სათანადოდ უნდა გავისარჯოთ. შესაძლოა, უპირატესობა ხელით გაშლილ თამაშში მოვიპოვოთ".

შეგახსენებთ, რომ ფიჯის ნაკრები მსოფლიო რეიტინგში მე-10 ადგილზეა, "ბორჯღალოსნები" კი მე-12 ადგილზე არიან.
მკითხველის კომენტარები / 55 /
ისე ამ გვერდის ადმინების გასაგონად 1 და იგივე იპით შემოსულ მომხმარებელს მხოლოდ 1 სახელით რომ შეეძლოს კომენტარის დაწერა უფრო უპრიანი იქნებოდა აშკარად და არა ისე ყოველწუთში იცვლიდეს სახელებს როგორც ამასჩვენი ანტიკაცი შვება. რადგანაც ყველანაირი ლიმიტი ამოწურა თუ დაამხო ამ მხრივ და მერე ვერაფერი რომ ვეღარ მოიფიქრა ანტიკაცად მოგვევლინა ეგრევე:დ. მომდევნო სახელი რომელი გიწევს -ანტიაზროვნებას- ხომ არა :)) ისე ერთი ერთში დაგაჯდებოდა. თუმცა ვერ დაგამშვიდებ , სახელი სულაც რომ არ დაიწერო და ისე დააკომენტარო მაინც ამოვიცნობ შენ "განუმეორებელ" ხელწერას.
Mandela
14:33 24-06-2016
0
ოლიმპიადის და ფეხბურთის ჩემპიონატების მერე ყველაზე მეტი ტელემაყურებელი რაგბის მსოფლიო ჩემპიონატს ყავდა, რომ არა რაგბის ხელმძღვანელების არასწორი პოლიტიკა რაგბის პოპულარიზაციის კუთხით დარწმუნებული ვარ რაგბი უფრო პოპულარული იქნებოდა, რაც შეეხება კალათბურთს მე-4 ადგილზეა ამერიკაში,ფეხბურთი კი ათეულშიც არ შედის, პირველ ადგილზე კი რაგბის მონათესავე ამერიკული ფეხბურთია, რაგბის მამებს რომ არ დაეყოთ ბობოლები და მეორეხარისხოვნები რაგბი საყოველთაო გაეხადათ რომელი იქნებოდა ნომერ პირველი სპორტი დავინახავდით
მამუკა
03:03 24-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული