ფიჯის თავკაცი: ქართველებთან შერკინებაში არ უნდა დავიჩაგროთ!

AutoSharing Option
24 ივნისს, საქართველოს დროით დილის 7 საათზე, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ოკეანეთის ტურის ბოლო ტესტ-მატჩს გამართავს ფიჯის ნაკრებთან.

მატჩის წინ მასპინძელთა ნაკრების ზელანდიელმა თავკაცმა ჯონ მაკკიმ შემდეგი განაცხადა:

"ქართველებს ძალიან კარგი ტური გამოუვიდათ კუნძულებზე და ახლა ნამდვილად იმაზე ფიქრობენ, რომ ტურნე წაუგებლად დაასრულონ. ასე რომ, დიდი მატჩი გველის.

ჩვენი მიზანი ყოველთვის ისაა, რომ შინ ნებისმიერ მეტოქეს უნდა მოვუგოთ ტესტი. საამისოდ კი დიდი ბრძოლის გადატანა გველის. მეტოქის სიძლიერეს მორკინალები განაპირობებენ, ჩვენ კი ამ კომპონენტში არ უნდა დავიჩაგროთ.

დაცვაში კარგად უნდა ვითამაშოთ და
ფეხითაც სათანადოდ უნდა გავისარჯოთ. შესაძლოა, უპირატესობა ხელით გაშლილ თამაშში მოვიპოვოთ".

შეგახსენებთ, რომ ფიჯის ნაკრები მსოფლიო რეიტინგში მე-10 ადგილზეა, "ბორჯღალოსნები" კი მე-12 ადგილზე არიან.
მკითხველის კომენტარები / 55 /
თქვენ ისე "განათლებულად" მიედ-მოედევით ამ ყველაფერს რომ რა დაწერეთ ჯერ აზრი ვერ გამოვიტანე (იმედია თვითონ მაინც იცი). თუმცა ამას მაინც მივხვდი , ვეტერანი რაგბისტი ხარ და თავი ვეტერანი კალათბურთელი გგონია.
Mandela
16:25 23-06-2016
0
შენი არგუმენტები უმრავლესობისთვის რომ სახალისო გახდა, ამაში კომენტარებითაც დარწმუნდები! ისა სჯობია, მოდუნდე და ბოღმა გარეთ გამოუშვა. ისე, ამ სიცხეში ცივი წყალიც შეგიძლია დალიო
AntiMandela
16:55 23-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული