მანამდე "ბორჯღალოსნებმა" ოკეანეთში ორი ტესტი გამართეს. 11 ივნისს აპიაში სამოას დავუპირისპირდით და მატჩი ფრედ, 19:19 დასრულდა. მეორე დღეს ნაკრები ფიჯიზე გაემგზავრა, სადაც 15 ივნისს, ტონგას ვეთამაშეთ და 23:20 გავიმარჯვეთ.
სამოა-საქართველო 19:19 - ფრე კუნძულებზე [VIDEO]
ტონგა-საქართველო 20:23 - ზღვა სიხარული ოკეანეში [VIDEO]
ამრიგად, წინ ტურნეს ყველაზე მნიშვნელოვანი და დაძაბული შეხვედრაა ყველაზე მრისხანე
საქართველოს და ფიჯის ნაკრებები ისტორიაში მეორედ ეთამაშებიან ერთმანეთს. პირველად გუნდები 2012 წლის ნოემბრის ტესტებზე თბილისში დაუპირისპირდნენ და მაშინ ფიჯელებმა "ბორჯღალოსნებს" ანგარიშით 24:19 სძლიეს.
მილტონ ჰეიგი: ფიჯისთან ქართული რაგბის ისტორიის ახალი გვერდი უნდა დავწეროთ
საქართველოს ნაკრების სამატჩო რაზმი
15. მერაბ კვირიკაშვილი (მონსულონი, საფ), 14. გიორგი ფრუიძე (აია, დიდი 10), 13. დავით კაჭარავა (ენისეი, რუს), 12. მერაბ შარიქაძე (ორელიაკი, საფ), 11. სანდრო თოდუა (ლელო სარ, დიდი 10), 10. ლაშა ხმალაძე (ლელო სარ, დიდი 10), 9. გიორგი ბეგაძე (ყოჩები, დიდი 10)
1. კარლენ ასეიშვილი (ბრივი, საფ), 2. ჯაბა ბრეგვაძე (ვუსთერი, ინგ), 3. ირაკლი მირცხულავა (ოიონაქსი, საფ), 4. გიორგი ჩხაიძე (ლილი, საფ), 5. გიორგი ნემსაძე (ტარბი, საფ), 6. შალვა სუთიაშვილი - კაპ (ანგულემი, საფ), 7. გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი, დიდი 10), 8. ბექა ბიწაძე (შონბრი, საფ)
სათადარიგოები:
16. შალვა მამუკაშვილი (გლაზგო, შოტ), 17. ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე, საფ), 18. ნიკოლოზ ხატიაშვილი (ორელიაკი, საფ), 19. ნოდარ ჭეიშვილი (ლელო სარ, დიდი 10), 20. ლაშა ლომიძე (ბეზიე, საფ), 21. ვაჟა ხუციშვილი (ლოკომოტივი, დიდი 10), 22. ლაშა მალაღურაძე (კრას. იარი, რუს), 23. საბა შუბითიძე (აკადემია, დიდი 10).
ჩვენს საამაყო ვაჟკაცებს კი დიდი მადლობა ამ სიხარულისთვის.სულ გამარჯვებებით გევლოთ.
ჩვენს საამაყო ვაჟკაცებს კი დიდი მადლობა ამ სიხარულისთვის.სულ გამარჯვებებით გევლოთ.