შოტლანდია საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს "რაგბი პარკზე" უმასპინძლებს

AutoSharing Option
26 ნოემბერს შოტლანდიის მორაგბეთა ნაკრები ტესტ-მატჩში საქართველოს ნაკრებს მასპინძლობს.

გადაწყდა, სად გაიმართება შეხვედრა - ეს არის კილმარნოკის სტადიონი "რაგბი პარკი", რომელსაც ხელოვნურსაფარიანი მოედანი აქვს.

შოტლანდიის ნაკრებს 2014 წლის მერე არ უთამაშია ამ სტადიონზე, მაშინ კი ტონგას უმასპინძლა და მატჩს 16 ათასი ფანი დაესწრო.

"შოტლანდიური რაგბი ზრუნავს, რომ საერთაშორისო მატჩები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში გაიმართოს, რომ უფრო მეტმა შეიყვაროს რაგბი", - განაცხადა შოტლანდიური რაგბის ორგანიზაციის წარმომადგენელმა დომინიკ მაკკეიმ.

ამ ამბავმა ძალზე გაახარა შოტლანდიის ნაკრების მორკინალი გორდონ რიდი, რომელიც ამ მხარიდან არის წარმოშობით:
"ძალიან მომწონს ხელოვნურსაფარიან მოედანზე თამაში, ეს რაგბის უფრო სწრაფს ხდის და დინამიკურს. ოსტატობაც უფრო მაღალ დონეზეა ხოლმე ასეთ მოედნებზე", - განაცხადა მან.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ხელოვნურზე განზრახ დანისჰნეს ტამაში. როგორც ჩანს ეშინიათ!!!
david
04:55 09-07-2016
0
ხელოვნურ საფარზე აუცილებლად უნდა ჩავატაროთ ვარჯიშები და რამოდენიმე თამაშიც სქოთებთან ტესტამდე და ხელოვნური განათებითაც ვავარჯიშოთ ნაკრები,ნაკრების უფრო შესათამაშებლად ამგვარი და ბევრის სხვა ნიუანსების ,წინწასწრებით შემზადებისთვის,გათვალისწინებით.
ragby
12:08 11-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული